Skoda to Debut Citigo Rally
16 მაისი
„შკოდამ“ ორი კონცეპტუალური ავტომობილი მოამზადა,
რომლებსაც პირველად საზოგადოებას ავსტრიაში, „ვიორთერზეეს ტურის“ დროს წარუდგენს. ორივე
ავტომობილი მინი ჰეჩბეკ „სიტიგოს“ ბაზაზე შეიქმნა, რომელიც თავის მხრივ, „ფოლკსვაგენის“
უახლესი Up!-ის ჩეხური ვერსიაა.
ორი კონცეპტუალური ავტომობილიდან ერთია „სიტიგო
რალი“, რომელიც სარბოლი ავტომობილის სტილშია შესრულებული. „შკოდამ“ ამ ორიდან
მხოლოდ „სიტიგო რალის“ ესკიზი გაავრცელა, რომელზეც ჩანს, რომ ავტომობილს ძლიერ
გაგანიერებული საბორბლე თაღები აქვს, რომლებშიც (შკოდას ინფორმაციით) 18-დუიმიანი ბორბლები
მოთავსდა. სახურავზე ზორბა ჰაერის ამღები-ლაყუჩი მოთავსდა, რომელიც ძრავს
ემსახურება, უკან კი საკმაოდ დიდი ზომის ფრთაა.
ჯერჯერობით უცნბია, რომელ სერიაში გამოვა ამ
მანქანით „შკოდა“. სამაგიეროდ, ჩეხური კომპანიის რელიზში მითითებულია, რომ „სიტიგო
რალი“ აღჭურვილია სალონის სპეციალური სუბ-ჩარჩოთი, რომელიც პილოტს და მის
ბავიგატორს, მანქანის ამობრუნების შემთხვევაში დაიცავს.
რაც შეეხება მეორე ავტომობილს, მისი ჯერ ესკიზიც კი
არ გავრცელებულა. მისი სახელია „სიტიგო DJ“. სახელიდანაც ჩანს, რომ ამ მანქანის
პირდაპირი დანიშნულება გართობა, კერძოდ კი მუსიკაა. ეს იქნებამოძრავი მუსიკალური
სადგური. ეს მანქანა „ვიორთერზეეს ტურის“ დროს, დამსწრეებს გაართობს.
No comments:
Post a Comment