Lamborghini eyes low weight, Audi-sourced
twin-turbo V8 for production Urus
16 მაისი
არ შევცდბით, თუ ვიტყვით, რომ წელს ინტერნეტ
სივრცეში და საავტომობილო თემაზე მომუშავე მედიაში, ყველაზე პოპულარული ავტომობილი
„ლამბორგინის“ უგზოობის „ურუსია“, რომლის კონცეპტუალური ვერსიის მსოფლიო პრემიერაც
ახლახანს, პეკინის ავტო გამოფენაზე შედგა. უფრო ადრე, ის ჟურნალისტებს ჯერ
სანტ’აგატა ბოლონეზეში, ფაბრიკაში უჩვენეს, მერე კი ნიუ იორკის ავტო შოუს დახურულ
ჩვენებაზე, სადაც იტალიურმა კომპანიამ ის სპეციალურად მიწვეულ თავის ერთგულ
მყიდველს წარუდგინა.
მაგრამ სამივე წარდგენის დროს, არაფერი თქმულა
იმაზე, თუ რა ძრავით აღიჭურვება ეს უგზოობის სუპერ ავტომობილი. და აი ახლა, „ლამბორგინის“
განვითარების შეფი მაურიციო რეჯანი ამ თემაზე სასაუბროდ მზადაა. პირველად თავისი
მოსაზრებები მან გამოცემა „ავტომოტივ ნიუსს“ გაუზიარა. მოსაზრებები და არა მისი
კომპანიის გადაწყვეტილება, რადგან „ლამბოს“ „ურუსის“ ძრავი ჯერაც არ აურჩევია...
ოღონდ, მან პლატფორმით დაიწყო: იყო ვარაუდი, რომ „ურუსისთვის“
იმ არქიტექტურას გამოიყენებენ, რომელზეც მომავალი თაობის „ფოლკსვაგენ ტუარეგი“, „აუდი
Q7“, „პორშე კაიენი“ და „ბენტლის“ EXP 9F (თუ ამ უკანასკნელს მწვანე შუქს აუნთებენ)
დამზადდება. პლატფორმის გაზიარება კარგია - მწარმოებელს ფულად სახსრებს აზოგვინებს
და მისთვის მეტი მოგება მოაქვს. მაგრამ არსებობს ერთი ნიუანსი - ეს პლატფორმა (PL73)
ძირითადად ფოლადისგან მზადდება, მასალისგან, რომელსაც „ლამბორგინი“ თანდათან
ივიწყებს და კარბონის კომპოზიტით ანაცვლებს.
ამის
მიზეზი მარტივია - იტალიური კომპანია ცდილობს, რომ ავტომობილების ხარჯის
შემცირებას, ნაწილობრივ მათი წონის დაკლებით მიაღწიოს. მოკლედ, ფოლადი დავიწყებას
ეძლევა. „ლამბოს“ მიზანია, „ურუსი“ მაქსიმუმ 2 ტონას იწონიდეს. ეს კი გაცილებით
ნაკლებია, ვიდრე მისი პოტენციური კონკურენტების წონები. მოკლედ, კარბონის
კომპოზიტი პრიორიტეტული მასალაა და ამდენად, PL73 პლატფორმა „ურუსისთვის“ ნაკლებად
გამოსადეგია.
რაც შეეხება ძრავს, რეჯანი ამბობს, რომ ამ მხრივაც,
საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა. აქ შეიძლება გავიხსენოთ, რომ უგზოობის პირველი
„ლამბო“ – LM02, ანუ როგორც მას ხშირად მოიხსენიებდნენ, „რემბო ლამბო“, ლეგენდარული
„კოუნტაჩისგან“ მიღებული V12 ძრავით იყო აღჭურვილი. ამან წარმოშვა ვარაუდი, რომ „ურუსი“
„ავენტადორის“ V12, ან „გალიარდოს“ V10 ძრავით აღიჭურვება. რეჯანიმ კი ორივე
ვარიანტს ხაზი გადაუსვა და განაცხადა, რომ ყველაზე რეალური ის წყვილტურბოიუანი V8
აგრეგატია, რომელსაც „აუდი“ თავის უახლეს RS მოდელებზე იყენებს და რომლითაც
ახლახანს „ბენტლიმ“ თავისი პოპულარული „კონტინენტალი“ აღჭურვა.
ამ ძრავის მთავარი უპირატესობაც შედარებით მცირე
წონაა. თუმცა, მას გაცილებით მნიშვნელოვანი დადებითი თვისება აქვს - მაქსიმალური
მაბრუნ მომენტს ქვემოდანვე (დაბალი ბრუნვებიდან) ავითარებს. ეს კი, გარდა იმისა,
რომ საწვავის მოხმარებას ამცირებს, ძრავს უფრო მიმღებიან ხდის, ანუ ის მანქანას სწრაფად
აჩქარდებს.
No comments:
Post a Comment