Thursday, May 24, 2012

პრაქტიკებზე უსწრაფესი ბატონია


Button flies in wet Monaco practice
24 მაისი

მიუხედავად იმისა, რომ მეორე პრაქტიკის ნორმალურ მსვლელობას, ხელი წვიმამ შეუშალა, წინა სესიის დროები მაინც გაუმჯობესდა. საუკთესო შედეგი კი „მაკლარენის“ ბრიტანელ ჯენსონ ბატონს ჰქონდა, ვინც სუპერ რბილი რეზინით, წრე წუთსა და 16 წამზე ნაკლებში ერთადერთმა გაიარა.

ამ პრაქტიკებზე ბევრი არ გვივლია და იმედია, კვალიფიკაციის წინა პრაქტიკაზე ავინაზღაურებთ ვარჯიშის ნაკლებობას“, - განაცხადა ბატონმა, ვისაც მონტე კარლოს რბოლა 2009 წელს აქვს მოგებული, როცა თავის კარიერაში ჯერჯერობით ერთადერთ ტიტულს დაეუფლა.
ბატონმა თავისი საუკეთესო დრო სესიის საწყის 15 წუთში დააფიქსირა, სანამ წვიმა წამოვიდოდა. ჩემპიონატის თანალიდერი, ესპანელი ფერნანდო ალონსო, ვინც პირველ სესიაზე იყო უსწრაფესი, ამჯერად მეოთხე საუკეთესო დროს დასჯერდა. ყველაზე სტაბილური კი რომენ გროჟანი გამოდგა, რომელიც ორივე სესიაზე მეორე უსწრაფესი იყო. აღსანიშნავია, რომ მონაკოში ბოლოს ფრანგმა პილოტმა 1996 წელს გაიმარჯვა, როცა ყველასათვის მოულოდნელად, ფინიშის ხაზი პირველმა ოლივიე პანისმა (ლიჟიე) გადაკვეთა.
„მომწონს მონაკო. აქ მხიარულებაა. ავტომობილი ჯერჯერობით კარგად მუშაობს. მთავარია, ასე გააგრძელოს. მთავარია, გქონდეს მანქანა, რომელსაც ენდობი. მთავარია, ყველა დეტალმა კარგად იმუშაოს, რადგან ამ ტრასაზე წვრილმანებსაც კი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ფრანგმა მრბოლმა.
სტაბილური იყო ესპანური დიდი პრიზის გამარჯვებული, ვენესუელელი პასტორ მალდონადოც, რომელმაც ორივე სესიაზე მეხუთე დრო აჩვენა. მეცხრე და მეათე დრო ჰქონდა მონაკოს შარშანდელ გამარჯვებულსა და მიმდინარე ჩემპიონატის თანალიდერ სებასტიან ფეტელს. კარგი შედეგით არც მიხაელ შუმახერს გამოუჩენია თავი. პირველ სესიაზე, აუზის კომპლექსის მოსახვევში, მას კერბზე გავლისას წინა ფრთა დაუზიანდა და სესია მე-11 დროით დაასრულა. მეორე სესიაზე კი ორი საფეხურით წინ წაიწია. მე-11 დრო ამჯერად ლუის ჰამილტონმა აჩვენა.

მონაკოს დიდი პრიზი
მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:15.746
2. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    1:16.138
3. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                             1:16.602
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:16.661
5. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)         1:16.820
6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:17.021
7. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      1:17.148
8. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                         1:17.153
9. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 1:17.293
10. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)             1:17.303
11. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)          1:17.375
12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             1:17.395
13. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                        1:17.655
14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:17.800
15. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                          1:18.251
16. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1:18.440
17. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:18.522
18. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      1:18.808
19. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                        1:19.267
20. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                            1:19.309
21. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)               1:20.029
22. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                          1:20.240
23. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1:20.631
24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)   1:20.886

No comments:

Post a Comment