Thursday, May 24, 2012

კონცეპტუალური „რენო ალპინი“ პრემიერისთვის მზადაა


Renault Confirms New Alpine Concept Sports Car with 400-Horses
24 მაისი
სულ რამდენიმე საათი დარჩა ამ ავტომობილის პირველ ჩვენებამდე. ფრანგულმა კომპანიამ საპრემიეროდ ყველაზე პრესტიჟული დრო და ადგილი შეარჩია - მონაკო და მონაკოს დიდი პრიზი. საფრანგეთის სამხრეთში მდებარე ამ პატარა ქალაქ-სახელმწიფოში ხვალ ფორმულა ერთის ძრავები არ იღმუვლებენ. სამაგიეროდ, კონცეპტუალური „ალპინის“ პრემიერა გაიმართება, ავტომობილისა, რომლის წინაპარმაც სწორედ რბოლებში გაითქვა სახელი.
ფრანგული კომპანია გვამცნობს, რომ კონცეპტუალური „ალპინი“, სწორედ „რენოს“ ლეგენდარული მოდელის შექმნიდან 50 წლის იუბილეს მიეძღვნა. „კონცეპტუალურ ავტომობილში, „რენოს“ წარსული და მომავალია შერწყმული და ის კომპანიის იმ მოდელს გაგახსენებთ, რომელიც მისი სახე წლების განმავლობაში იყო.
ლეგენდარული ავტომობილის სრული სახელწოდებაა „ალპინ A110“ და მას ფრანგული კომპანია 1962-1977 წლებში აწარმოებდა. კონცეპტუალური ავტომობილის სახელი კი არის „ალპინ A110-50“, რომელიც კონცეპტუალური „დეზირის“ სტილში შესრულდა. ფრანგული კომპანია ამ ავტომობილის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას, პრემიერისთვის ინახავს. მანამდ კი მოკლე ვიდეო ტიზერი გამოაქვეყნა, რომელზეც მხოლოდ ავტომობილის ცხვირში მოთავსებული ემბლემა მოჩანს.
გავრცელებული ინფორმაციით, კონცეპტუალური „ალპინ A110-50“ ჰეჩბეკ „მეგან RS-ის“ სარბოლ ვერსია „ტროფის“ ბაზაზეა შექმნილი. ის აღჭურვილია 3.5-ლიტრიანი V6 ძრავით, რომელიც 400 ცხენის ძალას და 420 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძრავი ავტომობილის ბაზაში მოთავსდება. ავტომობილის წონა კი 995 კილოგრამი იქნება.

No comments:

Post a Comment