Thursday, May 24, 2012

პერესი შუა სეზონში „ფერარიში“ არ გადავა


Perez says he would turn down a mid-season switch to Ferrari
24 მაისი
სერხიო პერესი ამბობს, რომ შუა სეზონში გუნდს არ გამოიცვლის, თუნდაც შეთავაზება „ფერარისგან“ მიიღოს. ასე რომ, მიმდინარე სეზონს აუცილებლად „ზაუბერში“ დაასრულებს. მექსიკელი მრბოლი, „ფერარის“ ახალგაზრდა მრბოლების პროგრამის წევრია, რის გამოც, მის მომავალს ბევრი სწორედ იტალიურ გუნდს უკავშირებს.

ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მალაიზიის რბოლაში, პერესმა გამარჯვებისთვის ბრძოლა თვით ფერნანდო ალონსოს გაუმართა. და ეს იმ დროს, როდესაც ალონსოს ბრაზილიელ თანაგუნდელ ფელიპე მასას ამ სეზონში ჯერ მხოლოდ ორი ქულა აქვს მოპოვებული.
პერესი ამბობს, რომ მას მოლაპარაკება ჯერ არავისთან ჰქონია და „ფერარიში“ მის შესაძლო გადასვლაზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა გავრცელებული ჭორების უარყოფა მაინც უწევს. მითუმეტეს, რომ არსად გადასვლას ჯერ არ აპირებს.
„თუნდაც ჩემთვის ვინმეს რამე შემოეთავაზებინა, მაინც უარყოფით პასუხს მიიღებდა, რადგან შუა სეზონში არსად გადასვლას არ ვაპირებ. ვფიქრობ, გავრცელებული ხმები მხოლოდ მედიის მიერაა გავრცელებული. ეს სეზონი „ზაუბერთან“ ერთად დავიწყე და მასთან ერთადვე დავასრულებ. რაც შემიძლია, ამ გუნდისთვის ყველაფერს გავიღებ“, - ამბობს პერესი.
კითხვაზე, აქვს თუ არა რაიმე საფუძველი გავრცელებულ ხმებს, მექსიკელი პასუხობს: „ეს მხოლოდ ჭორებია და მეტი არაფერი. მჯერა, რომ ფელიპე შედეგებს გამოასწორებს. ის ძლიერი მრბოლის და ძლიერ გუნდში იმყოფება. და როცა ჩვეულ ფორმაში შევა, ამ ჭორებსაც საფუძველი გამოეცლება. ზოგს ადამიანები და ძრავები ერთმანეთში ერევა. რა თქმა უნდა, „ფერარისთან“ ურთიერთობა მაქვს, მათს მრბოლთა აკადემიასთანაც. მაგრამ ჩემი პოზიცია აშკარაა: „ზაუბერის“ მრბოლი ვარ ამ გუნდში დავრჩები“.

No comments:

Post a Comment