Friday, May 11, 2012

„ტოიოტა“ ისევ პირველია... ჯერჯერობით


Toyota takes title of World's Largest Automaker... again, for now
11 მაისი
ერთწლიანი ჩავარდნის შემდეგ, რაც სტიქიურმა უბედურებებმა განაპირობა, „ტოიოტა“ ისევ ფორმაშია და წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, გაყიდვებში მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა. იაპონურმა კომპანიამ 2.49 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა. მეორე ადგილზე „ჯენერალ მოტორსია“ (თავისი ხუთივე ბრენდით), რომლის ანგარიშზეც 2.28 მილიონი გაყიდული ავტომობილია. მესამეზე კი „ფოლკსვაგენის“ ჯგუფია, რომელმაც 2.19 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა.

წლის ბოლოს წინ ვინ იქნება, ამაზე ახლა მარჩიელობა არ ღირს. ფაქტია, რომ ამერიკული და გერმანული ჯგუფები ჩინურ ბაზარზე გაყიდვებს რეკორდული ტემპებით ზრდიან. სამაგიეროდ, „ტოიოტას“ კოზირი ჰიბრიდული სექტორია, სადაც მის „პრიუსის“ ოჯახს ბადალი არ ჰყავს. უფრო მეტიც, უახლესი პლაგ-ინ ჰიბრიდული „პრიუსი“, ამერიკის ბაზარზე, მესამე ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ავტომობილი გახდა.
რას ნიშნავს ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ავტომობილი? რას და, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასეთი პრიუსი დილერის შოურუმში საშუალოდ ხუთი დღით რჩება. ამაზე თითო დღით უკეთესი შედეგი მხოლოდ ორ ავტომობილს აქვს და ორივე „ბეემვეს“ ქროსოვერია - X5 და X3.

No comments:

Post a Comment