Friday, May 11, 2012

რაიკონენი კმაყოფილია


Kimi Raikkonen confident about Lotus's Spanish Grand Prix chances after best Friday practice of season so far
11 მაისი
კიმი რაიკონენი ვერ ხედავს მიზეზს, რომლის გამოც, „ლოტუსი“ ესპანეთის დიდი პრიზისთვის ბრძოლას ვერ შეძლებს. ფინელმა წინა ეტაპი ბაჰრეინში მეორე ადგილზე დაასრულა, ბარსელონას თავისუფალ პრაქტიკებზე კი მეხუთე საუკეთესო დრო ჰქონდა. მართალია, პრაქტიკებზე უსწრაფეს ჯენსინ ბატონს ნახევარი წამით ჩამორჩა, მაგრამ კიმი ამბობს, რომ ამჯერად მისი მანქანა გაცილებით უკეთესია, ვიდრე წინა ეტაპების პრაქტიკებზე იყო.

„აქამდე ყველგან სწრაფები ვიყავით და რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ამჯერადაც ასე არ იყოს. ჩვენი მანქანა ახლა გაცილებით უკეთესია, ვიდრე სეზონისთვის მზადებისას იყო. თანაც, ამჯერად პრაქტიკებზეც უკეთესად მუშაობდა. იქნებ, ეს იმის ნიშანია, რომ განვვითარდით. ყოველ შემთხვევაში, ბაჰრეინში ასეთი კარგი პრაქტიკები არ გვქონია. ვნახოთ, ყველაფერი კვალიფიკაციაზე გამოჩნდება“, - ამბობს რაიკონენი.
მან თავისი საუკეთესო დრო მეორე პრაქტიკის დროს დააფიქსირა, როცა რბილი საბურავებით გამოვიდა. პირველ წრეზე შეცდა, მეორეზე კი უშეცდომოდ გაიარა და დროც გააუმჯობესა. არადა, რეზინი პირველ წრეზე უკეთესი დროის საშუალებას იძლეოდა.
„საუკეთესო დრო მეორე წრეზე მქონდა, რადგან წინა წრის გავლისას, პირველივე სექტორში შევცდი და მოსახვევი ძლივს გავიარე. მანქანის უკეთ მომართვის რესურსები გვაქვს, თუმცა ფაქტია, რომ ბატონმა ყველას ერთი თავით გვაჯობა“, - ყვება რაიკონენი.

No comments:

Post a Comment