Friday, May 11, 2012

„ნისანი“ ელექტრომობილების წარმოებას გააფართოებს


Nissan is set to introduce four new electric vehicles
11 მაისი
„რენოსა“ და „ნისანის“ ალიანსი, ელექტრომობილების ბაზარზე ექსპანსიას აგრძელებს. ფრანგულმა კომპანიამ უკვე რამდენიმე ასეთი ავტომობილის წარმოება დაიწყო, იაპონური კი ჯერ მხოლოდ ერთს უშვებს და მერე როგორს - მისმა „ლიფმა“ მსოფლიოსა და ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილის წოდება (2011 წლის) მოიპოვა.

მაგრამ მალე ისიც გააქტიურდბა და პირველ რიგში, იმავე „ლიფის“ რესტაილინგით დაიწყებს. შემდეგ, კომერციულ ავტომობილს, „ინფინიტის“ პირველ ელექტრომობილის და პატარა საქალაქო მინი ელექტრომობილის წარმოებასაც შეუდგება.
განახლებულ „ნისან ლიფს“ პარიზის მოტორ შოუზე გვიჩვენებენ. რესტაილინგი მას ევროპელი მყიდველის გემოვნების შესაბამისად ჩაუტარდება. გარდა ამისა, ავტომობილის ტექნიკური აღჭურვაც გაუმჯობესდება, რისი მთავარი მიზანიც, ავტომობილის სვლის სიშორის გაზრდაა. ავტომობილს „ნისანის“ სანდრლენდს (ბრიტანეთი) ქარხანა გამოუშვებს. ამით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპაში იაპონიიდან იმპორტირებული ავტომობილის ფასს ლოგისტიკური ხარჯები აძვირებს, შესაძლებელი გახდება ელექტრომობილის ფასის შემცირებაც.
კომერციულ ავტომობილს დეტროიტში წარდგენილ კონცეპტუალურ e-NV200-ის საფუძველზე შექმნიან. ეს ავტომობილი 80-კილოვატიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 280 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტსაც იძლევა. ძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი კვებავს. თუმცა, მისი სერიული ვერსია ალბათ „ლიფის“ აგრეგატებით აღიჭურვება.
„ნისან ლიფის“ აგრეგატებზევე აიგება „ინფინიტის“ ელექტრომობილიც. მისი პროტოტიპია კონცეპტუალური მოდელი LE (ფოტოზე), რომელიც პირველად ახლახანს, ნიუ იორკის ავტო შოუზე გამოჩნდა. ოღონდ, „ინფინიტის“ პირველ სერიულ ელექტრომობილს უფრო ტევადი აკუმულატორი და უფრო ეფექტური მისი დამმუხტავი ექნება. ამ ავტომობილით, „ინფინიტი“ კონკურენციას „ტესლას“ მოდელ S-ს გაუწევს.
რაც შეეხება მეოთხე ავტომობილს, ამ ეტაპზე მას „სიმბოლის“ სახელით მოიხსენიებენ. მას კონცეპტუალური „პივოს“ სტილში დაამზადებენ. რა აგრეგატებს გამოიყენებენ მისთვის, ამაზე ლაპარაკა ჯერჯერობით ძნელია.


No comments:

Post a Comment