Friday, May 11, 2012

ალონსო განახლებული მანქანის შესაძლებლობებში დარწმუნებულია


Fernando Alonso sure he can show upgraded Ferrari's true potential in Spanish Grand Prix qualifying
11 მაისი
ესპანური დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლის წინ, ფერნანდო ალონსო ოპტიმისტურადაა განწყობილი. ის დარწმუნებულია, რომ თავისი განახლებული მანქანის პოტენციალს კვალიფიკაციაზე გამოავლენს. ალონსომ მეორე თავისუფალი პრაქტიკა მე-14 შედეგით დაასრულა და უსწრაფეს ბატონს 1.201 წამით ჩამორჩა. თუმცა, ამას მის ოპტიმიზმზე გავლენა არ მოუხდენია.
ესპანელმა პირველი სესია საუკეთესო დროით დაასრულა, თუმცა მეორეზე რბილი რეზინით „სუფთა წრის“ გავლა არ გამოუვიდა. არადა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს სურდა, რომ თავისი ფანებისთვის, განახლებული მანქანის შესაძლებლობები ეჩვენებინა.
„მეორე სესიაზე სხვებივით,ჩვენც დროები გავაუმჯობესეთ. ზოგმა 1-1.5 წამით, ზოგმა ნაკლებით. სამწუხაროდ, მე პირველებს შორის ვერ აღმოვჩნდი, რადგან „სუფთა წრის“ გავლა არ გამომივიდა. მესამე წრეზეც კი ტრეფიკს გადავეყარე. მოკლედ, ახლა კვალიფიკაციას დაველოდები და იმედია, იქ მაინც მომიწევს თავისუფალ ტრასაზე წრის გავლა“, - ამბობს ალონსო.
ის დასძენს, რომ მხოლოდ რბოლაში გამოჩნდება, რამდენად კარგად მუშაობს ის სიახლეები, რომლებიც მუჯელოს ტესტების დროს გამოსცადა. თუმცა, აღიარებს, რომ პრაქტიკებზევე შეატყო მანქანას გაუმჯობესება და მისი ოპტიმიზმის საფუძველი სწორედ ესაა.
„დარწმუნებული ვარ, კარგად გამოვალთ. მანქანის სრულყოფის პირველი ნიშნები სახეზეა. ახლა ტელემეტრიულ მონაცემებს გადავხედავთ, მაგრამ ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებული მოდიფიკაცია ჩავატარეთ. კვალიფიკაციაზე ალბათ ამას სხვებიც დაინახავენ. ყოველ შემთხვევაში, კვალიფიკაციის მესამე ნაწილში უფრო დამშვიდებით ვიასპარეზებ“, - დასძენს ალონსო.

No comments:

Post a Comment