Friday, May 11, 2012

გაუმჯობესებული „ფერარით“ ალონსო დაწინაურდა


Alonso puts upgraded Ferrari on top in Spain
11 მაისი
ბარსელონაში სტარტი აიღო ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონის ევროპულმა ნაწილმა, რომლის პირველ ეტაპსაც ბარსელონას მონტმელოს ტრეკი მასპინძლობს. ესპანელი მაყურებლის გასახარად, პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე საუკეთესო დრო მათმა თანამემამულე ფერნანდო ალონსომ აჩვენა, რომელიც მნიშვნელოვნად მოდიფიცირებული მანქანით ასპარეზობს.
ალონსომ თავისი საუკეთესო წრე 0.378 წამით უფრო ჩქარა გაიარა, ვიდრე ბაჰრეინის დიდი პრიზის გამარჯვებულმა სებასტიან ფეტელმა, ვინც ჩემპიონატის პილოტთა კლასიფიკაციას ლიდერობს. მართალია, თავისუფალი პრაქტიკის შედეგები არაფრის მომცემია, თუმცა ალონსოსა და „ფერარისთვის“ ამ შედგს განწყობის ასამაღლებლად აქვს მნიშვნელობა. იტალიურ გუნდში მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, ბარსელონაში მათთვის გარდატეხა დაიწყოს და ისინი ტიტულისთვის მებრძოლთა რიგებს დაუბრუნდნენ.
სხვათა შორის, ალონსომ თავის ფანებს დიდხანს ალოდინა - ტრასაზე მაშინღა გამოვიდა, როდესაც სესიის დაწყებიდან საათი იყო გასული. მის სტარტამდე, უსწრაფესი ფეტელი იყო.
პირველ სესიაზე თავი გამოიჩინა „უილიამსის“ ფინელმა ტესტ პილოტმა ვალტერი ბოტასმა, ვინც მეხუთე დრო აჩვენა. ამ სესიაზე მან ბრუნო სენა ჩაანაცვლა. ტრასაზე კიდევ ორი დებიუტანტი გამოვიდა - ესოანელი დანი კლოსი (ინდოელი ნარაინ კართიკეიანის ნაცვლად) და ამერიკელი ალექსანდერ როსი (ფინელი ჰეიკი კოვალაინენის ნაცვლად).
კლოსის გამოსვლა ისტორიულია ფ1-ში - ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ესპანური გუნდის ბოლიდებს ერთდროულად ორი ესპანელი მრბოლი მართავდა.




ესპანეთის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:24.430
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)                1:24.808
3. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                          1:24.912
4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:24.996
5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:25.120
6. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 1:25.187
7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                   1:25.217
8. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:25.252
9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:25.285
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:25.339
11. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:25.367
12. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                          1:25.433
13. მარკ უებერი(ავსტრალია, რედ ბული)                     1:25.539
14. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:25.607
15. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:25.918
16. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:26.226
17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)      1:26.297
18. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, ფორს ინდია)             1:26.630
19. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                1:27.475
20. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                          1:28.267
21. ალექსანდერ როსი (აშშ, კატერჰემი)                       1:28.448
22. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                         1:28.633
23. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                1:29.107
24. დანი კლოსი (ესპანეთი, ისპანია)                            1:31.618

No comments:

Post a Comment