Barrichello passes Indy 500 oval rookie test
11 მაისი
მართალია, რუბენს ბარიკელოს ფორმულა ერთში თითქმის
ოცი სეზონი აქვს გატარებული, მაგრამ ინდიქარში მაინც ახალბედაა და რადგან ასეა,
ოვალზე ასპარეზობის წინ, ახალბედების ტესტები ჰქონდა გასავლელი. ბრაზილიელის
სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ტესტები წარმატებით გაიარა და ახით, ლეგენდარულ ინდი
500-ზე ასპარეზობის უფლება მიიღო.
ინდიანაპოლისის 4-კილომეტრიან ოვალურ ტრეკზე, ბარიკელომ
პირველი 10 წრე, საშუალოდ 320-328 კმ/სთ სიჩქარით გაიარა. შემდგომ 15 წრეზე,
საშუალო სიჩქარე 328-336 კმ/სთ იყო, მომდევნო 15 წრეზე კი - 336 კმ/სთ და მეტი.
ამგვარად, მას ოფიციალურ პრაქტიკებში უფლება მიეცა, რომლებიც 19-20 მაისს ჩატარდება.
„დღევანდელი დღით ძლიან ვისიამოვნე. მადლობელი ვარ
ინდიქარის, რადგან ახალბედების საორიენტაციო პროგრამაში მონაწილეობის საშუალება
მომეცა. ამ პროგრამით ვარჯიშისას, ზედმეტი ზეწოლის გარეშე, საფეხურებრივი სრულყოფის
შესაძლებლობა გეძლევა. ამან ყველაფერი ძალიან გამიადვილა“, - ყვება 39 წლის
ბარიკელო.

No comments:
Post a Comment