Thursday, June 7, 2012

„რენო“ „მოდუსის“ ნაცვლად მინი ქროსოვერს გამოუშვებს


Renault to Replace Modus with a Juke-Like Small Crossover Based on the Captur Concept
7 ივნისი
გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპმა“ მოიპოვა ინფორმაცია, რომელიც გვამცნობს, რომ „რენო“ მალე პატარა ქროსოვერის წარმოების დაწყებას აპირებს, რომელიც ჟენევის შარშანდელ გამოფენაზე ნაჩვენები კონცეპტუალური „კაპტურის“ სტილში შესრულდება.

წყარო, რომელიც ფრანგულ კომპანიაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს, ირწმუნება, რომ ახალი ავტომობილის წარმოება მერმსის დაიწყება და ფრანგული კომპანიის გამაში, ის მინივენ „მოდუსს“ და „გრანდ მოდუსს“ ჩაანაცვლებს. ახალ ავტომობილს ესპანურ ქალაქ ვალიადოლიდის ქარხანაში გამოუშვებენ, სადაც ამჟამად „მოდუსს“ და „გრანდ მოდუსს“ აწარმოებენ.
იგივე წყარო ამბობს, რომ ახალი ავტომობილი, „ნისან ჯუკის“ მსგავსი იქნება. თუმცა, არ აკონკრეტებს, ამ ორ ავტომობილს საერთო რა ექნება - პლატფორმა, თუ მხოლოდ აგრეგატები და ტრანსმისიები.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, „რენო“ ახალ ავტომობილს ორი ვერსიის სახით გამოუშვებს. პირველი, უფრო პრაქტიკული, ხუთკარიანი ჰეჩბეკი იქნება, მეორე კი - სამკარიანი სპორტსმენი, რომელიც „კაპტურის“ სტილში შესრულდება.
შარშანდელი მონაცემებით, „ნისანმა“ ევროპაში 106 461 ცალი „ჯუკი“ გაჰყიდა, „რენს“ კი მხოლოდ 48 302 ცალი „მოდუსი/გრანდ მოდუსი“ გაუსაღდა. თუმცა, ესეც საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ ამ მაჩვენებლით, ევროპის მცირეგაბარიტიანი მინივენების სეგმენტში, მესამე ადგილი დაეკავებინა „ოპელ მერივასა“ და „სიტროენ C3 პიკასოს“ შემდეგ.

No comments:

Post a Comment