Thursday, June 7, 2012

„უილიამსი“ კანადურ პრაქტრიკებზე ახალ უკანა ფრთას გამოსცდის


Williams to run aggressive new rear wing design in practice for Canadian GP
7 ივნისი
ესპანურ რბოლაში მოპოვებულ გამარჯვებას „უილიამსი“ არ სჯერდება. ბრიტანულმა გუნდმა მონრეალისთვის ახალი, აგრესიული ფორმის უკანა ფრთა მოამზადა, რომელსაც თავისუფალ პრაქტიკებზე პასტორ მალდონადო გამოიყენებს. გუნდი აღიარებს, რომ მისი სისტემა DRS ხშირად საპირისპირო ეფექტს იძლევა, რისი შეუცვლელად დატოვებაც დაუშვებელი იყო.

ვენესუელელი მრბოლი კი ამბობს, რომ ახალი უკანა ფრთა ერთადერთი სიახლე არაა, რომელიც მისმა გუნდმა კანადური რბოლისთვის მოამზადა. მათ შორის ყველაზე შესამჩნევი და გამორჩეული სწორედ უკანა ფრთა და მასთან ერთად, DRS სისტემაა, რომლებსაც შუაში მომრგვალებული და აწეული ფორმა აქვს.
„ბარსელონაში ყველაფერი რიგზე იყო. აქ კი ახალი უკანა ფრთა გვექნება და ვფიქრობ, ეს DRS-ს უფრო ეფექტურს გახდის და მას კვალიფიკაციასა და რბოლაშიც გამოვიყენებთ. ოღონდ ჯერ მისი ეფექტი უნდა გამოვიკვლიოთ. პრაქტიკების დროს აღებულ მონაცემებს დაწვრილებითი ანალიზი სჭირდება. მონრეალში სრულიად განახლებული აეროდინამიკური პაკეტით ჩამოვედით. ასე რომ, ვნახოთ, რა ეფექტს მივიღებთ“, - ყვება მალდონადო.
ჯერ კიდევ ჩინური ეტაპის შემდეგ, ბრაზილიელი ბრუნო სენა ამბობდა, რომ მარტო DRS-ის ხარჯზე, მანქანას გაუმჯობესების სოლიდური პოტენციალი აქვს. მისი თქმით, ამ სისტემის საშუალებით, სამი მეათედი წამის მოგების შემთხვევაში, რბოლაში სამი-ოთხი ადგილით წინ წაწევის საშუალება იქნება. სხვა გუნდები DRS-ით კარგად ხეირობენ. განსაკუთრებით ისეთ ტრასებზე, სადაც გრძელი სწორი მონაკვეთებია...

No comments:

Post a Comment