Lewis Hamilton may wait until the end of the
season to decide on his future in F1
7 ივნისი
ლუის ჰამილტონს „მაკლარენთან“ კონტრაქტი ამ სეზონის
ბოლოს უმთავრდება, მაგრამ ბრიტანელი პილოტი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და
ამბობს, რომ არჩევანს სეზონის შემდეგ გააკეთებს. მისთვის ახლა მთავარი ტიტულისთვის
ბრძოლაა. ის აღიარებს, რომ ასეთ დაძაბულ სეზონს არ ელოდა.
პადოკში დადის ხმები, რომ ჰამილტონი სხვა გუნდში
გადასვლას აპირებს. მართალია, პერიოდულად ამ ხმებს თავად ბრიტანელი მრბოლი აქარწყლებს,
მაგრამ ისინი მაინც არ წყდება, რადგან ფ1-ში ხშირია შემთხვევები, როცა ყველაზე დაჟინებით
უარყოფილი ინფორმაცია მართლდება ხოლმე.
ჰამილტონმა ფორმულა ერთში თავისი კარიერა 2007
წელს, „მაკლარენში“ დაიწყო და იქიდან მოყოლებული, ყოველთვის ტიტულისთვის იბრძვის. სადბიუტო
სეზონში, მან მეორე ადგილი, თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოსთან გაიყო, ორივე კი ჩემპიონ
კიმი რაიკონენს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა. შემდეგ სეზონში კი ბრიტანლმა თავისი
(ჯერჯერობით) ერთადერთი ტიტული მოიპოვა. მაგრამ მას შემდეგ, ამ მიღწევის
გამეორებას ვერ ახერხებს. ჰამილტონი ამბობს, რომ „მაკლარენთან“ კონტრაქტის განახლებაზე
საუბარი ჯერაც არ დაუწყია.
„ჩვენ ამაზე ჯერ არ გვისაუბრია. ამის მიზეზი ისაა,
რომ ასეთ რთულ სეზონს არ ველოდით. არ გვეგონა, თუ ასეთი დაკავებულები ვიქნებოდით. და
ისიც გაცნობიერებული მაქვს, რომ ამაზე ლაპარაკი ახლა მნიშვნელოვანი არაა. მთავარი
ჩემპიონატია და არა ის, თუ რას ვაპირებ მომავალ სეზონში. ამ მომენტში, ჩემი
მომავალი არაა მთავარი. უნდა ვეცადო, რომ ამ სეზონში მაქსიმუმს მივაღწიო და
მომავალზე მერეც ვიფიქრებ“, - ამბობს ჰამილტონი.
კითხვაზე, გადაწყვეტილებას სეზონის შემდეგ ხომ არ
მიიღებს, მან უპასუხა: „შესაძლოა, შესაძლოა. ამ ეტაპზე ამაზე არ ვფიქრობ და არც
სხვა გუნდებში გადასვლას განვიხილავ. ახლა ამ სეზონზე, გამარჯვებაზე ვარ
ფოკუსირებული. ამ საკითხებზე სხვა ხალხი ზრუნავს. მოვა დრო და ჩვენ ამ საკითხზეც
ვილაპარაკებთ და არჩევანსაც მაშინ გავაკეთებ. მაგრამ ახლა ამის გაკეტებას არ
ვაპირებ“.
ჰამილტონი
ამბობს, რომ თავის მომავალზე ზრუნვის დაწყება ახლავე შეუძლია, მაგრამ საჩქარო
არაფერი მაქვს და პრიორიტეტულიც სხვა საქმეაო...
No comments:
Post a Comment