Hamilton dominates Canadian GP practice
8 ივნისი
მოკლედ, ლუის ჰამილტონს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი,
რომ ამ სეზონის მოუგებელი სერია დაასრულოს. თავისუფალ პრაქტიკებზე ნაჩვენები შედეგები
არც არაფერს იძლევა და არც არაფერზე მეტყველებს, მაგრამ მაინც - ბრიტანელი
კანადაში, სადაც ორჯერ (2007 და 2010 წლებში) მოუგია, ჯერჯერობით უსწრაფესია!
მეორე სესიის დასაწყისში, პირველის დროს ნაჩვენები
საუკეთესო დრო გააუმჯობესა და კოკისპირულიც დაუშვა. ამჯერად მას ყველაზე მეტად ფერნანდო ალონსო და ფელიპე მასა
მიუახლოვდნენ. ორივემ პირველ სესიაზე ბრიტანელის მიერ ნაჩვენები დრო გააუმჯობესა.
იგივე სებასტიან ფეტელმა და პოლ დი რესტამაც შეძლეს.
„ძალიან გამიჭირდა იდეალური წრის გავლა. ხან ერთ
სექტორს გავივლიდი სწრაფად, მაგრამ მეორეზე ვცდებოდი, მერე პირიქით. ისე ჩანს, რომ
კვალიფიკაციაზე ძალიან მჭიდრო განლაგებას მივიღებთ. ნახეთ „ფერარი“, ისინიც
სწრაფები არიან და საბურავებს უფრო ზოგავენ. ასე რომ, მთავარ კონკურენტებად მათ
მივიჩნევ“, - ამბობს ჰამილტონი.
ძლიერი წვიმის გარდა, მეორე სესია ავარიის გამოც
შეჩერდა. ამჯერად „ჩემპიონთა კედელზე“ მანქანა ბრუნო სენამ დაამტვრია. ცნობისათვის,
ეს სახელი კედელმა იმის გამო დაიმსახურა, რომ მასზე ყველა ჩემპიონს აქვს მანქანა
დამტვრეული (რა თქმა უნდა მათ, ვისაც მელბურნის ტრასაზე უასპარეზია).
„ზედმეტი მომივიდა. მაგრამ ეს ხომ ჩემპიონთა კედელი
ტყუილად არაა, მასთან კონტაქტი ალბათ ყველას ჰქონია. მანქანა ძლიერ დაზიანდა,
მაგრამ ჩვენი ბიჭები ყველაფერს მოაგვარებენ“, - განაცხადა სენამ, ვინც მანქანასთან
ერთად, ახალი უკანა ფრთაც დაამტვრია, თუმცა განაცხადა, რომ „უილიამსს“ ორივე მრბოლისთვის
სათადარიგო ფრთაც აქვს...
კანადის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის
ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:15.259
2. ფერნანდო
ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:15.313
3. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:15.410
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:15.531
5. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:15.544
6. კამუი
კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:15.651
7. მიხაელ
შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:15.697
8. ნიკო
ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:15.799
9. ჯენსონ
ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:15.812
10. ნიკო
როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:15.878
11. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:15.898
12. მარკ
უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:15.907
13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:15.987
14. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:16.360
15. კიმი
რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:16.562
16. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 1:16.981
17. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი) 1:17.022
18. ვიტალი
პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი) 1:17.075
19. ჟან-ერიკ
ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:17.124
20. დანიელ
რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:17.716
21. პედრო
დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია) 1:18.908
22. ტიმო
გლოკი (გერმანია, მარუსია) 1:19.084
23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:19.378
24. შარლ
პიკი (საფრანგეთი, მარუსია) 1:19.902
No comments:
Post a Comment