Hamilton makes quick start to Canadian practice
8 ივნისი
ლუის ჰამილტონს თავისი პირველი გამარჯვება კანადაში
აქვს მოპოვებული და საქმე ისე მიდის, რომ შესაძლოა, ამ სეზონში პირველი
გამარჯვებაც იქვე იზეიმოს. მიმდინარე ჩემპიონატის ტრადიცია გვეუბნება, რომ ყოველ
მომდევნო რბოლას ახალი გამარჯვებული ჰყავს. ჰამილტონი ყოველთვის ფავორიტთა შორისაა
და მას ჯერ მოგება არ აქვს (ისევე როგორც მისთვის სადებიუტო, 2007 წლის სეზონში).
ასე რომ, თუ ზემოთ ნახსენები ტრადიცია გაგრძელდა, რეალური შანსია იმისა, რომ
კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ჰამილტონი ვიხილოთ.
კანადური დიდი პრიზი ჰამილტონმა პირველ თავისუფალ
პრაქტიკაზე საუკეთესო დროის დაფიქსირებით დაიწყო. კვალიფიკაციაზე ის „მაკლარენისთვის“
150-ე პოულის მოპოვებას ეცდება, რომელიც ერთხელ (ესპანეთში) კი მოიგო, მაგრამ
წესების დარღვევის გამო, მაშინვე ჩამოართვეს. თუმცა, მისთვისაც და გუნდისთვისაც
მთავარი გამარჯვებაა, რითაც სეზონის ფავორიტი საჯინიბოს გაჭიანურებულ კრიზისს
წერტილი დაესმება.
მეორე საუკეთესო დრო სებასტიან ფეტელს აქვს,
რომელმაც სესიის ბოლო წამებზე, შიკეინში ბრუნო სენას ისე გაასწრო, რომ მოსახვევი
მოჭრა და ამის გამო, ინციდენტი სტიუარდების განსახილველი გახდა. რა სანქციაა
მოსალოდნელი, ძნელი სათქმელია, რადგან თავისუფალი პრაქტიკის შედეგებს არანაირი
მნიშვნელობა არ აქვს.
მესამე დრო ნიკო როსბერგს აქვს, რომელმაც ჟურნალ
ავტოსპორტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ „მერსედესმა“ „პირელის“ საბურავების თვისებები
კარგად შეისწავლა, რისი წყალობითაც, შედეგების გაუმჯობესებაა მოსალოდნელი.
სესია 13 წუთით შეჩერდა, რისი მიზეზიც ჰეიკი
კოვალაინენის ავარია გახდა. მისი „კატერჰემი“ კედელს დაეჯახა და ტრასა ნამსხვრევებით
გაავსო...
„მოსახვევში ზედმეტი სიჩქარით შევედი. მეგონა
გავივლიდი, მაგრამ უკანა ბორბლებმა აღარ დაიჭირა. მცირე შეცდომა დავუშვი, რაც
ზოგჯერ ხდება. არამგონია, შასი დაზიანებულიყო. კარგი მექანიკოსები გვყავს,
რომლებიც მანქანას მეორე სესიისთვის მომიმზადებენ“, - განაცხადა ფინელმა.
მისი თანამემამულე კიმი რაიკონენი კინაღამ
ხათაბალაში გაეხვა: მას გზაზე ციყვმა გადაურბინა (ვიდეოზე). ცხოველის და მრბოლის ბედად, მათი
შეჯახება არ მოხდა...
კანადის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის
ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:15.564
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:15.682
3. ნიკო
როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:15.782
4. ფერნანდო
ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:15.842
5. მარკ
უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:15.897
6. ნიკო
ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:15.986
7. კამუი
კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:16.000
8. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:16.249
9. მიხაელ
შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:16.264
10. ჯენსონ
ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:16.347
11. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:16.460
12. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:16.619
13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:16.859
14. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:16.890
15. კიმი
რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:17.014
16. ჟან-ერიკ
ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:17.352
17. დანიელ
რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:17.580
18. ვიტალი
პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი) 1:17.935
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 1:18.177
20. პედრო
დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია) 1:18.182
21. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი) 1:18.762
22. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:19.354
23. ტიმო
გლოკი (გერმანია, მარუსია) 1:20.004
24. შარლ
პიკი (საფრანგეთი, მარუსია) 1:20.067
ვიდეო
No comments:
Post a Comment