Saab sold! Again. Probably.
8 ივნისი
უკვე ორი წელია, „სააბის“ მომავალი გაურკვეველია.
მის შეძენას რამდენიმე ჩინური კომპანია ცდილობდა, მაგრამ საქმე აქამდე ადგილიდან არ
იძვროდა. და აი, გავრცელდა სენსაციური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაკოტრებული
შვედური კომპანია, ელექტრომობილების მწარმოებელ, ასევე შვედურ კომპანიას შეუძენია.
ინფორმაციას შვედური ინგლისურენოვანი ინტერნეტ გამოცემა
„ლოკალი“ ავრცელებს. მყიდველად კომპანია NEVS (ნეიშენლ ელექტრიკ ვიიქლ სვიდენ)
სახელდება, რომელიც ჰონ კონგში ბაზირებული კომპანიის (არ კონკრეტდება) და იაპონური
საინვესტიციო ფონდის მიერაა დაფუძნებული. NEVS მხოლოდ იმ ფაქტს ადასტურებს, რომ
აპრილში „სააბის“ შეძენზე, სასამართლო ადმინისტრაციაში განაცხადი შეიტანა,
რომელშიც აღნიშნულია, რომ ელექტრომობილების მწარმოებელი მზადაა, „სააბში“ 208-250
მილიონი დოლარი გადაიხადოს. ოღონდ, მის ინტერესში არ შედის „სააბის“ ის შტო,
რომლებიც საავტომობილო მაკომპლექტებლებს აწარმოებს.
„სააბმა“ თავი გაკოტრებულად 2011 წლის დეკემბერში
გამოაცხადა. ამას წინ უძღოდა მისი გაყიდვის რამდენიმე უშედეგო მცდელობა. ჩინური
კომპანიები - „ჟეძიან იუნმანი“ და „პან და“ მზად არიან, „სააბის“ ვალები დაფარონ
და მისი წარმოება აღადგინონ. მაგრამ შვედური კომპანიის ჩინეთში გაყიდვას „ჯენერალ
მოტორსი“ ეწინააღმდეგება, რომელსაც „სააბი“ ეკუთვნოდა. ამერიკულ კომპანიას არ
სურს, რომ მისი ტექნოლოგიები, რომლებზეც „სააბს“ ხელი მიუწვდება, ჩინელთა ხელში
მოხვდეს.
ისიც
აღსანიშნავია, რომ შვედურმა ფროფკავშირმა თვით ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასაც
კი მიმართა და „ჯენერალ მოტორსთან“ შუამდგომლობა სთხოვა. მაგრამ ამით რას მიაღწია,
ეს უცნობია.
No comments:
Post a Comment