Friday, June 8, 2012

აფხაზავა ისევ ყველაზე სწრაფია


8 ივნისი
რუსთავში სტარტი აიღო წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპმა, რომლის პირველ დღესაც, პირველი რბოლები ლეჯენდსის და ტურინგის კლასებში გაიმართა. და ვინც ეს დღე გამოტოვა, ბევრი დაკარგა, რადგან ლეგენდების ძალიან საინტერესო რბოლა ვერ ნახა. სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვით რუტინგზე, რომლის სტარტზე მხოლოდ ოთხი მანქანა დადგა, რისი მიზეზიც ისაა, რომ ჩემპიონატის მონაწილეთა უმეტესობას მანქანები მწყობრში არ ჰყავს...

ლეჯენდსის მონაწილეებმა კი ის რბოლა გვიჩვენეს, რისთვისაც ავტოსპორტი გვიყვარს. მართალია, შოთა აფხაზავას რეალური კონკურენცია ვერავინ გაუწია, მაგრამ სამაგიეროდ, მეორე ადგილისთვის ისეთი უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა, ფორმულა ერთსაც დაამშვენებდა...
სტარტიდან ფინიშამდე, მეორე ადგილისთვის გიორგი ბეჟიტაშვილი და დავით კაკაბაძე იბრძოდნენ, რბოლის მიწურულს კი მათ არჩილ ბიძნაშვილი და ირაკლი ჩხეიძე წამოეწიენ. ბეჟიტაშვილმა თავიდანვე იგდო ხელთ მეორე პოზიცია და კბილებით იბრძოლა მის შესანარჩუნებლად. ერთხელ მას კაკაბაძემ გაასწრო, თუმცა „გალფის“ პილოტმა მალევე შეძლო დაწინაურება.
ფინიშამდე ორი წრით ადრე, კაკაბაძეს ბიძინაშვილმა გაასწრო, მაგრამ მარჯვენა მოსახვევში შეცდა და სამწუხაროდ, რბოლაც იქვე დაასრულა. ამის შემდეგ, ბეჟიტაშვილს და კაკაბაძეს ჩხეიძე წამოეწია, თუმცა მათტან ბრძოლისთვის დრო აღარ დარჩა. საბოლოოდ, მეორე ეტაპის პირველი რბოლის მოწინავე სამეულში გავიდნენ: 1. აფხაზავა, 2. ბეჟიტაშვილი, 3. კაკაბაძე...
ტურინგში გამარჯვება გოგა არჯევანიძემ მოიპოვა, რომელიც ლეჯენდსში უნდა გამოსულიყო, მაგრამ სამწუხაროდ ძრავი დაუზიანდა, რის გამოც, ტურინგში ასპარეზობა გადაწყვიტა. მან უკან მოიტოვა ზურაბ ბეჟაშვილი. მესამე და მეოთხე ადგილებზე, შესაბამისად, არჩილ ბიძინაშვილი და პირველი ეტაპის გამარჯვებული და ჩემპიონატის ლიდერი ლევან კვინიკაძე გავიდნენ.
ფორმულა ალფას სუპერ პოულზე, საუკეთესო დრო ნიკა ადეიშვილმა აჩვენა. აღსანიშნავია, რომ აფხაზავა და ჩხეიძე ამ კლასშიც იასპარეზობებენ. დაკიდევ, ლეჯენდსის კლასს ახალი, საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდი დაემატა.

ლეჯენდსის და ტურინგის მეორე რბოლა, ასევე ფორმულა ალფას რბოლა, შაბათს გაიმართება.



 












































No comments:

Post a Comment