Toyota Updates its Nürburgring EV Record Holder
to Race at the Pikes Peak Hill Climb
8 ივნისი
ელექტრომობილები ბაზარზე თანდათან მკვიდრდებიან.
ავტოსპორტშიც უკვე გამოჩნდნენ. მალე ელექტრომობილებს ცალკე ჩემპიონატებს
ჩაატარებენ, ლე მანსა და პაიკს პიკზე კი ელექტროძრავებით აღჭურვილი ავტომობილები,
ჩვეულებრივ შიდაწვისძრავიან მონსტრებთან ერთად იასპარეზებენ...
ამერიკაში გაგზავნამდე, ავტომობილს, რომელსაც EV P002
ეწოდება, „ტოიოტას“ მოტორსპორტის ბაზაზე, რომელიც კიოლნში მდებარეობს, საფუძვლიანი
მოდიფიკაცია ჩაუტარდა. გაუმჯობესდა ძალური დანადგარები - გაძლიერდა ძრავები (სულ
ორია) და გაუმჯობესდა აკუმულატორის ტევადობა - აგრეგატი 469 ცხენის ძალას და 900
ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. წამყვან ბორბლებამდე ამხელა მომენტიერთსაფეხურიანი
ტრანსმისიის გავლით აღწევს. ელემენტების ბლოკის ტევადბა კი 42 კილოვატსაათია.
ყველაფერი ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ სარბოლმა ავტომობილმა პაიკს პიკის
ტრასაზე, მაქსიმუმ 240 კმ/სთ განავითაროს.
ამ ავტომობილმა ტესტები პოლ რიკარის (საფრანგეთი)
ავტოდრომზე გაიარა. საჭესთან რასლში იაპონიის მრავალგზის ჩემპიონი, ფუმიო ნუტაჰარა
იჯდა, რომელიც ამ მანქანით კოლორადოშიც იასპარეზებს.
„პაიკს პიკი შესანიშნავი ადგილია TMG-ს
(ტოიოტა მოტორსპორტი) ელექტრონული ძალური დანადგარების სადემონსტრაციოდ. ნურბურგრინგზე
ერთხელ უკვე დავამტკიცეთ, რომ მოტორსპორტისთვის ელექტრონული დანადგარების
შემუშავების და განვითარების სფეროში, TMG ლიდერია მსოფლიოში. პაიკს
პიკზე კი ჩვენს შესაძლებლობებს კიდევ ერთხელ გამოვავლენთ“, - ამბობს „ტოიოტას“
ელექტრონული ძალური დანადგარების შტოს გენერალური მენეჯერი ლუდვიგ ცელერი.
ვიდეო
No comments:
Post a Comment