Thursday, June 14, 2012

„დაიმლერი“ ელექტრული „სმარტის“ გაყიდვებს იწყებს


Next-gen electric Smart ED goes on sale in Germany
14 ივნისი
სანამ „ბეემვე“ ლონდონში თავის ქვე-ბრენდ i-ს მაღაზიას ხსნიდა, „დაიმლერმა“ თავისი პირველი სერიული ავტომობილის, მესამე თაობის ელექტრული „სმარტ ფორთუს“ წარმოება დაიწყო. ამისათვის, გერმანული კომპანია თავის ფრანგულ საწარმოს იყენებს, რომლის მოდერნიზებისთვისაც 200 მილიონი ევრო დაიხარჯა.

„სმარტის“ შეფი ანეტ ვინკლერი ირწმუნება, რომ ამ ელექტრომობილის წარმოების დაწყება, „დაიმლერისთვის“ მეტად მომგებიანი იქნება. გერმანული კომპანია ამ პატარა ელექტრომობილზე შეკვეთებს უკვე ღებულობს, მათს შესრულებას კი პარიზის მოტორ შოუს შემდეგ დაიწყებს. უკვე დადგენილია ფასიც. ოღონდ, მყიდველს ორ ვარიანტს სთავაზობენ. მას შეუძლია, გადაიხადოს 18 910 ევრო და ელემენტების ბლოკი ლიზინგით (თვეში 165 ევრო) აიღოს, ან ელექტრომობილის ფასი ერთბაშად გადაიხადოს. ამ შემთხვევაში, შენაძენი მას 26 770 ევრო დაუჯდება.
მესამე თაობის ელექტრული „სმარტი“ აღჭურვილია ელექტროძრავით, რომლის სიმძლავრე 30 კილოვატია (პიკური სიმძლავრე 55 კილოვატს აღწევს). მისი დახმარებით, პატარა ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ-ს აღწევს, ადგილიდან 60 კმ/სთ-მდე აჩქარება კი 4.8 წამში ესწრება. ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკის ტევადობა 17.6 კილოვატსაათია, რაც ერთი დამუხტვით, 145 კილომეტრის გასავლელადაა საკმარისი.
საინტერესოა, რომ მალე „რენო“ თავისი მეოთხე ელექტრომობილის, ჰეჩბეკ „ზოის“ წარმოებას დაიწყებს, რომლის საბაზო ღირებულება 15 700 ევროა, აკუმულატორის ლიზინგში კი თვეში 75 ევროა გადასახდელი. და ეს მაშინ, როდესაც „ზოი“ კომპაქტური ავტომობილია, „სმარტი“ კი - ჯუჯა. ფრანგული წლიურად 150 000 „ზოის“ წარმოებას გეგმავს.

No comments:

Post a Comment