BMW Says i8 Plug-in Hybrid Coupe to Cost 'More
than €100,000'
14 ივნისი
ამ ავტომობილის ბაზარზე გამოსვლამდე ჯერ კიდევ ორი
წელი რჩება, მაგრამ ის მაინც აქტუალურია. მითუმეტეს ახლა, როცა ბავარიულმა
კომპანიამ ლონდონში, პარკ ლეინზე, თავის ქვე-ბრენდ i-ს პირველი
მაღაზია გახსნა. გახსნის ცერემონიაზე, „ბეემვემ“ გამოაცხადა, რომ პლაგ-ინ
ჰიბრიდული კუპე 100 000 ევროზე მეტი ეღირება.
ეს ინფორმაცია, „ბეემვეს“ ჯგუფის გაყიდვების შეფმა
და ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრმა იან რობერტსონმა გამოაცხადა. მანვე დასძინა,
რომ ეს ფასი ევროპული ბაზრისთვისაა, სადაც ჰიბრიდული კუპე პირველად გამოჩნდება.
სხვა ბაზრებისთვის ფასი კი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
i8-ს კონცეპტუალურ ვერსიაზე, ბენზინის 1.5-ლიტრიანი
სამცილინდრიანი ტურბოძრავი ბაზაშია მოთავსებული. ის 217 ცხენის ძალას და 300 ნიუტონმეტრს
გამოიმუავებს და უკანა ბორბლებს ამოძრავებს. ელექტროძრავის სიმძლავრე 129 ცხენის
ძალაა და ის წინა ბორბლებთანაა დაკავშირებული.
„ბეემვეს“ ინფორმაციით, ჰიბრიდული კუპე ადგილიდან
100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 5 წამში ასწრებს, 100 კილომეტრზე კი საშუალოდ 3.0 ლიტრ
ბენზინს მოიხმარს. რა თქმა უნდა, ამ დროს ის ელექტროძრავითაც გადაადგილდება.
რობერტსონსსუბკომპაქტურ
ელექტრომობილ i3-ის
ფასი არ გამოუცხადებია, თუმცა ის მაინც თქვა, რომ ამ ავტომობილს „ძალიან
კონკურენტული ფასი ექნება იმ პროდუქტისთვის, რომელსაც შეიძენთ“.
No comments:
Post a Comment