Thursday, June 14, 2012

„აუდი“ პარიზისთვის პატარა ქროსოვერს ამზადებს


Audi Q2 SUV planned for 2015
14 ივნისი
პარიზის მოტორ შოუზე, რომელიც სექტემბერში ჩატარდება, „აუდის“ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ექსპონატი, პატარა ქროსოვერ Q2-ის კონცეპტუალური ვერსია იქნება. უკვე ცნობილია ისიც, რომ ინგოლშტადტელები ამ ავტომობილის სერიულ წარმოებას, პარიზული პირველი ჩვენებიდან სამი წლის შემდგ დაიწყებენ.

როგორც ბრიტანული გამოცემა „ავტოქარ-ი“ იტყობინება, პარიზში სამკარიან ქროსოვერს გვიჩვენებენ, რომლის გარეგნობაშიც, „აუდი კვატროსთან“ მსგავსება იქნება შესამჩნევი. ამასთან, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სერიული ავტომობილიც სამკარიანი იქნება. ის შეიძლება ხუთკარიანი იყოს, ან სამიანიც და ხუთიანიც. ამ საკითხზე, გერმანული კომპანია გადაწყვეტილებას პარიზული პრემიერის შემდეგ მიღებს.
„ავტოქარის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კონცეპტუალური Q2 აგებულია „ფოლკსვაგენის“ მოდულურ პლატფორმა MQB-ზე, რომელზეც ძრავი განივად დგას. ამასთან, არსებობდა ვარაუდი, რომ მანქანა MLB პლატფორმას (ძრავის გრძივი განლაგებით) დაეყრდონობოდა. კონცეპტუალური Q2-ს სიგრძე 4150 მილიმეტრი იქნება, რაც კომპაქტურ ჰეჩბეკ A1-ის სიგრძეზე 200 მილიმეტრით მეტია. ბორბლებს შორის ბაზა 2500 მილიმეტრი იქნება (A1-ის ბაზა 2470 მილიმეტრია).
სავარაუდოდ, Q2-ზე „აუდი“ ბენზინის ორ და დიზელის სამ ძრავს გამოიყენებს. ამ ძრავების სიმძლავრე, 120-დან 180 ცხენის ძალამდე იქნება. მყიდველის სურვილის შესაბამისად, მათ ან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფები, ან 7-საფეხურიანი ავტომატური S-ტრონიკები შეუწყვილდება. ავტომობილი შეიძლება იყოს წინაამძრავიანი, ან სრულამძრავიანი.
ქროსოვერ Q2-ის წარმოებას „აუდი“ 2015 წელს დაიწყებს.

No comments:

Post a Comment