Thursday, June 14, 2012

პერესმა აგრესიის მოთოკვით მოიგო


Ferrari says Perez's podium in Canada was helped by him taming his aggression
14 ივნისი
„ფერარიში“ დარწმუნებულები არიან, რომ სერხიო პერესის მიერ მონრეალში მესამე ადგილის დაკავება, მექსიკელის მიერ საკუთარი აგრესიის მოთოკვის შედეგია. პერესმა ყველა გააოცა, როდესაც მალაიზიის დიდი პრიზი მეორე ადგილზე დაასრულა. მაგრამ მას შემდეგ, ქულაც არ ჰქონდა მოპოვებული. ამის გამო, მას „ფერარის“ მრბოლთა აკადემიის შეფი ლუკა ბალდისერი გაესაუბრა, რომელმაც ურჩია, რომ საკუთარი აგრესია დაეოკებინა.

„მონაკოს შემდეგ, მე სერხიოს გავესაუბრე. ჩვენ გვინდოდა მისი წარუმატებელი სერიისთვის ახსნა მოგვეძებნა. აშკარა იყო, რომ მისი შედეგები მოლოდინს არ ამართლებდა. ეჭვი არ არის, რომ პერესი ნიჭიერი მრბოლია, მაგრამ თავისი ზედმეტი აგრესიის გამო, ის ხშირად თავის თავს ღალატობს. ფორმულა ერთში აგრესია უსარგებლო ბარგია და კარგი შედეგები არ მოაქვს. მონრეალის რბოლა ამ საუბრის შესანიშნავი გამოძახილია. იქ სერხიზსერხიო არამხოლოდ სწრაფი იყო, არამედ მთელი რბოლაც საზრიანად ჩაატარა. ხუმრობა ხომ არ არის, თითქმის 50 წრე, ერთიდაიმავე საბურავებით განვლო“, - ამბობს ბალდისერი.
სხვათა შორის, მალაიზიის შემდეგ, ბევრმა გამოთქვა ვარაუდი, რომ პერესს მალე „ფერარიში“ გადაიბირებდნენ. მაგრამ იტალიური კომპანიის შეფმა ლუკა დი მონტეძემოლომ ყველას ცივი წყალი გადაასხა, როდესაც განაცხადა, რომ პერესი ჯერ გამოუცდელია და ამიტომ, მის გუნდში გადასასვლელად მზად არაა. ჯერჯერობით ცნობილი არაა, მონრეალის რბოლის შემდეგ, მისი ეს აზრი შეიცვალა, თუ არა.
„პერესი კარგი მრბოლია, მაგრამ ეს საკმარისი არაა. იმისათვის, რომ „ფერარის“ მანქანა მართო, მეტი გამოცდილებაა საჭირო. ჩემი აზრით, ახალგაზრდა მრბოლებს შორის ის ერთ-ერთი საუკეთესოა. მაგრამ სანამ ახალგაზრდა პილოტს გუნდში მოვიწვევთ, მან კარგი შედეგები და გამოცდილება უნდა დააგროვოს“, - ნათქვამი აქვს ლუკას.

No comments:

Post a Comment