Minier Mini Rocketman Concept Updated for the
London 2012 Games
14 ივნისი
კონცეპტუალური ავტომობილი, სახელად „როკეტმენი“, „მინიმ“
ჟენევის შარშანდელ გამოფენაზე წარადგინა. მაშინ ბევრს ეგონა, რომ ეს ავტომობილი
მალე ინგლისური მარკის გამას შეავსებდა, მაგრამ „ბეემვეს“ ჯგუფმა შესაბამისი გეგმა
გააუქმა. ყველაზე პატარა „მინიზე“ უარი თქვეს, მაგრამ ეს კონცეპტუალური ავტომობილი
ლონდონის ოლიმპიადისთვის მაინც განაახლეს - რაც უნდა იყოს, ბავარიული კომპანია და
მასთან ერთად „მინიც“, მსოფლიო სპორტული ფორუმის სპონსორები არიან...
ჟენევის შემდეგ, ეს მანქანა კონსტრუქციულად არ
შეცვლილა. სამაგიეროდ, გარეგნობაშია ცვლილება. ის ბრიტანეთის დროშის, იუნიონ ჯეკის
ფერებში გამოაწყვეს. მანქანის ძირითადი ტანი მუქი ლურჯი ფერისაა, ბორბლების, რადიატორის
და სახურავისთვის კი წითელი და თეთრი ფერები გამოიყენეს. იგივე ფერების
კომბინაციას სალონშიც შეხვდებით.
პატარა ავტომობილი, რომლის სიგრძე სულ რაღაც 3.4
მეტრია (დაახლოებით 0.3 მეტრით მოკლე, ვიდრე მინი ჰეჩბეკი) და რომლის სალონშიც 3+1
ადგილია, „ბეემვეს“ ჯგუფის პავილიონის „მინის“ სეგმენტში გამოიფინება. ეს
პავილიონი ოლიმპიური და პარალიმპიური სოფლის მახლობლად განთავსდება და მისი ექსპონატები
მუდმივად ოლიმპიადის დამსწრე საზოგადოების თვალთახედვის არეში იქნება მოქცეული.
No comments:
Post a Comment