Wednesday, July 4, 2012

„ფოლკსვაგენი“ „პორშეს“ აქციების 50.1 პროცენტში $5.6 მილიარდს იხდის

Volkswagen agrees to acquire remaining Porsche stake for $5.6 billion
4 ივლისი
„ფოლკსვაგენი“ თანახმაა, „პორშეს“ აქციების 50.1 პროცენტში 5.6 მილიარდი დოლარი (ახლანდლი კურსით, დაახლოებით 4.46 მილიარდი ევრო) გადაიხადოს. თუ ასეც მოხდა, მაშინ ვოლფსბურგელთა დიდ ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატება.
ორი კომპანიის გაერთიანების გეგმა, მათი საავტომობილო ბიზნესის გაერთიანების აგვისტოში დაწყებას ითვალისწინებს. ანუ, ორი წლით ადრე, ვიდრე ადრე იყო დაგეგმილი. მათ შორის სამი წლის წინ გაფორმებულ ხელშეკრულებაში აღნიშნული იყო, რომ „ფოლკსვაგენი“ დარჩენილ აქციებს მას შემდეგ გამოისყიდდა, რაც ეს ეკონომიკურად შესაძლებელი იქნებოდა, ანუ 2014 წელს.
მაგრამ ფინანსურის გარდა, „ფოლკსვაგენს“ კიდევ ერთი წინააღმდეგობის გადალახვა დასჭირდა - საავტომობილო გიგანტს გერმანიის მტავრობა „პორშეს“ მიერთების უფლებას არ აძლევდა. მაგრამ ეს ბარიერიც დაძლეულია და ვოლფსბურგელებმაც სპორტული ავტომობილების გამოსყიდვის ორი წლით ადრე დასრულება სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს. აღსანიშნავია, რომ დასახელებული თანხიდან, 3.88 მილიარდი ევრო „პორშეს“ აქციების 50.1 პროცენტის ღირებულებაა. დანარჩენი თანხა კი „პორშეს“ აქციონერებს დივიდენდების სახით აქვთ მისაღები.
აღსანიშნავია, რომ 2009 წელს „პორშე“ აპირებდა „ფოლკსვაგენის“ შეძენას, რისთვისაც ბანკებისგან 10 მილიარდი ევრო ისესხა. მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა, რის გამოც, ვალი გაუსტუმრებელი დარჩა. ამით ისევ „ფოლკსვაგენმა“ ისარგებლა, რომელმაც თავის მყიდველს, იქით შესთავაზა შველა აქციების სანაცვლოდ. საბოლოოდ, კომპანიებმა, რომლებსაც ფერდინანდ პორშეს ოჯახის შთამომავლები აკონტროლებენ, სრულ გაერთიანებაზე მოილაპარაკეს.
„ახლა უკვე კოოპერაციის გაღრმავებაზე ზრუნვა შეგვიძლია, ეს კი განვითარების ახალ შესაძლებლობბს მოგვცემს პრემიუმ სეგმენტში, სადაც მოგების მარჟა, სხვა სეგმენტებთან შედარებით, შეუდარებლად მეტია. საკუთარი ბიზნესების გაერთიანება, „ფოლკსვაგენს“ და „პორშეს“, სტრატეგიულად და ფინანსურად, კიდევ უფრო გააძლიერებს და წინსვლაში დაეხმარება“, - განაცხადა „ფოლკსვაგენის“ მტავარმა აღმასრულებელმა მარტინ ვინტერკორნმა.



ასევე წაიკითხეთ

ქართული ტუნინგი


გოჩა ქსოვრელის დიზაინი
http://autopanoramaf1.blogspot.com/2010/12/2.html

No comments:

Post a Comment