Wednesday, July 4, 2012

„რეინჯ როვერ ევოკი“ ერთი წლის გახდა


Range Rover Evoque Celebrates 1 Year of Production
4 ივლისი
ერთი წლი გავიდა მას შემდეგ, რაც „ლენდ როვერმა“ თავისი უახლესი მოდელის, „რეინჯ როვერ ევოკის“ წარმოება დაიწყო და ამ მოკლე დროში, ამ კომპაქტურმა ქროსოვერმა უკვე მოასწრო პოპულარობის მოპოვება.

იმ დროს, როდესაც „იაგუარ ლენდ როვერის“ ჰეილვუდის ქარხანამ პირველი „ევოკი“ გამოუშვა, „ლენდ როვერს“ მასზე უკვე 18 000 შეკვეთა ჰქონდა მიღებული. მას შემდგ, ბრიტანულმა კომპანიამ თითქმის 80 000 „ევოკი“ გაჰყიდა. აქედან თითქმის 75 პროცენტი მსოფლიოს 170 ქვეყანაში გაიყიდა, რამაც ბრიტანეთს დაახლოებით 2 მილიარდი გირვანქა სტერლინგის საექსპორტო შემოსავალი მოუტანა.
ამ მოკლე დროში, „ევოკმა“ გლობალური მასშტაბის 110-ზე მეტი ჯილდოს აღება მოასწრო. პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემა „ტოპ გიარმა“ ის წლის საუკეთესო ავტომობილად დაასახელა, მსოფლიოს წლის საუკეთესო ავტომობილის კონკურსზე კი ამ ავტომობილს საუკეთესო დიზაინის პრიზი გადაეცა. ის ასევე ჩრდილოეთ ამერიკის წლის საუკეთესო უგზოობის ავტომობილადაც დასახელდა.
„ევოკს“ განსაკუთრებით უქებენ კონცეპტუალური ავტომობილისათვის დამახასიათებელ თამამ გარეგნობას, დინამიურობას, სპორტულ ავტომობილთან მიახლოებულ შესაძლებლობებს, თავის კლასში საუკეთესო უგზოობის თვისებებს და ფასეულობისა და ღირებულების იდეალურ შესაბამისობას.
ასეთმა აღიარებამ, დადებითად იმოქმედა ჰეილვუდის ქარხანაში დასაქმებულებზეც. მათი რაოდენობა ახლა უკვე 3000-ზე მეტია და მალე შტატი კიდევ 1000 თანამშრომლით შეივსება. ეს კი ბრიტანულ კომპანიას, „ევოკზე“ მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებას მისცემს. ცნობისათვის, იმავე ქარხანაში „ლენდ როვერი“ უგზოობის მოდელ „ფრილენდერ 2-საც“ უშვებს.

No comments:

Post a Comment