Lotus Evora 414E hybrid hits the road
4 ივლისი
„ისეთი მსუბუქი ავტომობილისთვის, როგორიც არის „ევორა S“, მისი 400 ნიუტონმეტრი საკმაოზე დიდი მაბრუნი მომენტია. „ევორა 414E-ს“ კი მასზე ორნახევარჯერ მეტი მომენტი აქვს, რისი წყალობითაც, ის წარმოეუდგენელი აჩქარების უნარით გამოირჩევა. მისი მაბრუნი მომენტის მოზღვავება, უკეანის ტალღასავით ძიერია“, - ამბობს „ლოტუსის“ საინჟინრო განყოფილების შეფი ავტომობილების დინამიკური ტესტების და განვითარების სფეროში, საიმონ კორბეტი.
1000 ნიუტონმეტრ მომენტს „ევორა 414E-ს“ ორი ელექტროძრავი ანჭებს, რომლებიც „თავ-თავის“ უკანა ბორბლებს ემსახურება. სხვათა შორის, ადრე ლოტუსი ამ ძრავების მონაცემებში, მაბრუნი მომენტის გრაფაში 400 ნიუტონმეტრს წერდა და კომპანიის საიტზე ჯერჯერობით ისევ ეს მაჩვენებლებია ჩაწერილი. რაც შეეხება სიმძლავრეს, ეს მაჩვენებელი 414 ცხენის ძალაა. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 209 კმ/სთ-ია, ადგილიდან ასამდ ასაჩქარებლად კი მას 4.0 წამი ჰყოფნის.
ახალ პრეს-რელიზში წერია, რომ ელემენტების ბლოკში დაგროვილი ენერგია (17 კილოვატსაათი) მხოლოდ 48 კილომეტრის გასავლელადაა საკმარისი. ადრე შესაბამის გრაფაში 56 კილომეტრი ეწერა. როდსაც შიდაწვის სამცილინდრიანი ძრავი საქმეში ერთვება, სვლის სიშორე 480 კილომეტრამდე იზრდება. საერთო ჯამში, ავტომობილი ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში 55 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. სხვათა შორის, ძრავს ბენზინზე, მეთანოლზე, ან ეთანოლზე მუშაობა შეუძლია. 55 გრამ ნახშირორჟანგს კი მაშინ გამოჰყოფს, როდესაც ბენზინზე მუშაობს (სპირტის ორივე სახეობას გაცილებით სუფთა გამონაბოლქვი აქვს).
სხვათა შორის, „ლოტუსმა“ თავისი ჰიბრიდული ელექტრომობილი ხმის სინთეზატორით აღჭურვა, რომელიც შიდაწვის ძრავის ხმას გამოსცემს. თანაც, ეს სინთეზატორი საჭის რგოლის უკან მოთავსებულ სპეციალურ ნიჩბებთანაა დაკავშირებული, რომლებსაც მძღოლი ისევე იყენებს, როგორც ფ1-ის მანქანებზე. ამ დროს კი, სინტეზატორი ისეთ ხმას გამოსცემს, როგორსაც სარბოლი ავტომობილის ძრავი აჩქარებისას...
No comments:
Post a Comment