Maria de Villota returns to Spain to continue
recovery after Marussia test crash
23 ივლისი
ფორმულა ერთის გუნდ „მარუსიას“ ესპანელი ტესტ
მრბოლი მარია დე ვილოტა შინ დაბრუნდა და გამოჯანმრთელებას იქ გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ ქალმა მრბოლმა, თავის ქალის და სახის მძიმე ტრავმები დაქსფორდის
აეროპორტში, მანქანის ტესტირებისას მომხდარი ავარიის შედეგად მიიღო.
დე ვილოტამ სეროპორტის სწორ მონაკვეთზე გაიარა ტესტები.
ეს იყო ფ1-ის მანქანასთან მისი პირველი შეხება. ტესტების შემდეგ, ის დახურულ
პარკში ბრუნდებოდა და ამ დროს, მოულოდნელად, ცუდად გაჩერებულ საშუალო ზომის სატვირთო
ავტომობილს დაეჯახა.
ინციდნტი 3 ივლისს მოხდა. პილოტი მაშინვე კემბრიჯის
ადენბროკის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს.
სამწუხაროდ, პილოტმა მარჯვენა თვალი დაკარგა. ესპანეთში ის პარასკევს დაბრუნდა.
რამ
გამოიწვია ავარია, ამასთან დაკავშირებით, „მარუსია“ აცხადებს, რომ გუნდის სპეციალისტების
მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მიზეზი მანქანა არ ყოფილა. თუმცა,
შემდგომი გამოკვლევები მაინც აუცილებელია და ამას გარკვეული დრო დასჭირდება.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment