Monday, July 23, 2012

„რეინჯ როვერი“ გრძელბაზიანიც გამოვა

New Range Rover To Spawn Long-Wheelbase Model
23 ივლისი
როგორც ბრიტანული გამოცემა „ავტოექსპრესი“ იუწყება, შემდეგი თაობის „რეინჯ როვერი“ გრძელბაზიანი ვერსიითაც გამოვა. ასეთი ვარაუდის საშუალებას იძლევა ის მსტოვრული ფოტო, რომელიც გამოცემამ მოიპოვა და თავის გვერდზე გამოაქვეყნა. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა პარიზის მოტორ შოუზე იგეგმება.

ახალი, გრძელბაზიანი „რეინჯ როვერი“, ჩვეულებრივი ვერსიის დებიუტიდან, ბაზარზე დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გამოვა. ის უპირატესად ჩინური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, რომლისთვისაც ბევრი სხვა კომპანიაც, თავისი პოპულარული მოდელების გრძელბაზიან ვერსიებს ამზადებს. ასეთია მაგალითად „ბეემვე“, რომელმაც ჩინელებისთვის სპეციალურად დააგრძელა მე-3 და მე-5 სერიის სედანები.
არაა გამორიცხული, რომ „ლენდ როვერმა“ ლუქსის კლასის უგზოობის გრძელბაზიან ავტომობილს სახელში „ვოგი“ დაურთოს. ეს ის სახელია, რომლითაც ინგლისური კომპანია, „რენჯ როვერის“ გრძელბაზიან ვერსიას 1990-იან წლებში აწარმოებდა. ეს ვერსია ალბათ ამერიკის ბაზარზე გაიყიდება, სადაც კონკურენციას „მერსედეს-ბენცის“ GL კლასს და „ჯიპის“ ახალ „გრანდ ვეგონერს“ გაუწევს.
გრძელბაზიანი „რეინჯ როვერი“ იმავე აგრეგატებით აღიჭურვება, რომლებითაც საბაზო მოდელი. ესაა 5.0-ლიტრიანი V8 ძრავის ატმოსფერული და მექანიკურ დამჭირხნიანი ვერსიები და ორი ტურბოდიზელი. სავარაუდდ, ამ ავტომობილისთვის „ლენდ როვერი“ „იაგუარის“ სედან XJ-ს მოდიფიცირებულ პლატფორმას გამოიყენებს, რისი წყალობიტაც, ახალი „რეინჯ როვერი“ წონაში დაახლოებით 400 კილოგრამს დაკარგავს.
შესაძლოა, გრძელბაზიანი „რეინჯ როვერის“ წარმოების დაწყება გახდეს პირველი ნაბიჯი, რომელსაც „ლენდ როვერი“ ულტრა ლუქს კლასის სეგმენტში შესაღწევად გადადგამს. ინგლისური კომპანია დიდი ხანია არ მალავს თავის ამბიციას, შევდეს ამ სეგმენტში, რომელსაც მალე „ლამბორგინი“, „ბენტლი“ და „მაზერატი“ გახსნიან.


ასევე წაიკითხეთ

„ჩინკვეჩენტო“ „ფერარის“ ძრავით...

ასევე წაიკითხეთ

”ჰირუნდო” - ქართული სუპერ ავტომობილი

http://autopanoramaf1.blogspot.com/2011/10/blog-post_1986.html



ასევე წაიკითხეთ

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

No comments:

Post a Comment