27 ივლისი
გამოცემა „ინსაიდ ლაინი“, მის მიერ დაუსახელებელი
წყაროსგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ შესაძლოა, „ნისანმა“ პოპულარულ
GT-R-ის ახალი თაობის კუპე აღარ გამოუშვას. წყარო ირწმუნება, რომ „ნისანის“ მთავარ
აღმასრულებელ კარლოს გონს, პროექტზე მუშაობის დაწყების ნებართვა ჯერ არ გაუცია და
არაა გამორიცხული, რომ არც გასცეს. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ GT-R ერთჯერად
პროექტად დარჩება.
არადა, ხუთი წლის წინ, ამ ავტომობილმა ავტოსამყარო განაცვიფრა - მასში შერწყმული იყო ექსტრემალური შესაძლებლობანი, უმაღლესი ტექნოლოგიები და შედარებით დაბალი ფასი. მას შემდეგ, იაპონური კომპანიის ინჟინრებმა და დიზაინერებმა, სტილში, საკიდარსა და ძრავში მცირე ცვლილებები განახორციელეს.
არსებობდა ვარაუდი, რომ სრულიად ახალი, მეორე
თაობის GT-R ბაზარზე 2014 წელს უნდა გამოსულიყო. უფრო მეტიც, ზოგიერთმა გამოცემამ
იჩქარა და განაცხადა, რომ ახალი ავტომობილი ჰიბრიდული სისტემითაც აღიჭურვებოდა.
მაგრამ რაც დრო გადის, სულ უფრო ნაკლები შანსი რეჩება იმისა, რომ „ნისანი“ ამ
სპორტული ავტომობილის წარმოებას გაგრძელებს.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემდეგი GT-R (R36)
ბაზარზე 2018 წელს გამოვა. ახლანდელ მოდელს (R35) კი ფეისლიფტინგი
2013 წელს ჩაუტარდება. რა თქმა უნდა, ამის მიზანი ისაა, რომ ავტომობილმა
კონკურენტუნარიანობა უფრო მეტხანს შეინარჩუნოს.
„ინსაიდ ლაინმა“ იაპონურ კომპანიას იმეილი მისწერა
და საკითხის განმარტება სთხოვა, რაზეც სტანდარტული პასუხი მიიღო - ამ ჭორზე კომენტირება
არ შეგვიძლია და ვერც GT-R-თან დაკავშირებულ ჩვენს სამომავლო გეგმებს გაგაცნობთო.
აღსანიშნავია, რომ გონმა GT-R-ს მწვანე შუქი მას
შემდეგ აუნთო, რაც დარწმუნდა, რომ მცირესერიული ტირაჟიც კი მომგებიანი იქნებოდა. წარმოების
დაწყების შემდეგ, მარტო აშშ-ში, თითქმის 6 000 ცალი GT-R არის გაყიდული. თუმცა,
შარშან გაყიდვები ძალიან შემცირდა. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თუ თავიდან საბაზო
ღირებულება 69 850 დოლარი იყო, ახლა მას 90 950 დოლარზე იაფად ვეღარ იყიდით. უფრო
მეტიც, მალე 96 820 დოლარამდე გაძვირდება. ოღონდ, ისიც აღსანიშნავია, რომ
გაძვირებასთან ერთად, სიმძლავრე 55 ცხენის ძალით გაიზრდება, 0-100 კმ/სთ-მდე
აჩქარებას კი GT-R უკვე 2.7 წამში შეძლებს. ეს კი უკვე სუპერ ავტომობილების „ტერიტორიაა“
და ამ შემთხვევაში, 100 000 დოლარი აღარ „გიკბენთ“.
დაბოლოს,
კიდევ ერთი არასასიამოვნო ფაქტი მათთვის, ვისაც GT-R-ის წარმოების შეწყვეტა გულს
დასწყვეტს - პროექტ R35-ის
მთავარი ინჟინერი კაზუტოში მიძუნო პენსიაზე გასულა, მისი სახით კი ამ შესანიშნავ
ავტომობილს დიდი ქომაგი მოაკლდა...
ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html |
„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html |
No comments:
Post a Comment