27 ივლისი
„ფერარის“ ფეისბუკის გვერდზე პირველ პრაქტიკას
შესწავლის სესია უწოდეს. ასეცაა, პილოტები ახლა აკვირდებიან, „პიელის“ საბურავები
როგორ მუშაობს მზით გახურებულ ჰუნგარორინგის ასფალტზე. და შესაბამისად, ისევე
როგორც სხვაგან, მათს დროებსაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. და მაინც, ამ „სწავლის“
დროს, ჩემპიონატის ლიდერომა ფერნანდო ალონსომ მესამე
დრო დააფიქსირა.
საუკეთესოები კი „მაკლარენის“
პილოტები არიან - პირველი ლუის ჰამილტონია, მეორე კი - ჯენსონ ბატონი. სამაგიეროდ,
ჯერჯერობით ჩრდილში არიან „რედ ბულის“ პილოტები. ავსტრიულ გუნდს ძრავის მართვის
პროგრამა შეაცვლევინეს და შესაძლოა, მათი დროებიც ამის შედეგი იყოს. თუმცა ასეთი
დასკვნების გაკეტება ნაადრევია.
აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი ჯერ კიდევ გერმანიის
დიდი პრიზის დღეებში წამოიჭრა, მაგრამ იქ სტიუარდებმა „რედ ბულის“ წინააღმდეგ
სანქციები არ გამოიყენეს. ამის გაკეთება FIA-ს შეეძლო, მაგრამ საქმე არ
გაართულა. ჰოკენჰაიმის შემდეგ კი რეგლამენტში განმარტება შეიტანა, რითაც განისაზღვრა
ძრავის მუშაობის პირობები და მისი მომართვის სპეციფიკა, რომელიც სხვადასხვა პირობებში,
ძრავის მიერ გამომუშავებული მაბრუნი მომენტის დიაპაზონს განსაზღვრავს.
სესიის შემდგ სებასტიან ფეტელმა (მე-15 დრო)
განაცხადა, რომ მის მიერ პრაქტიკაზე ნაჩვენები დრო, ძრავის პროგრამის შეცვლის შედეგი
არაა. ვფიქრობ, ჩვენს გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოაო - განაცხადა მსოფლიოს
ორგზის ჩემპიონმა.
და ისევ ალონსოს შესახებ. კვირას მას 31 წელი
უსრულდება. თუ მოიგებს, ეს მის კარიერაში 31-ე გამარჯვება იქნება. საინტერესოა
ისიც, რომ ფ1-ში თავისი პირველი რბოლა მას 9 წლის წინ, სწორედ ჰუნგარორინგზე აქვს
მოგებული.
შეგახსენებთ, რომ უნგრული ეტაპი, მიმდინარე სეზონის
მეორე ნახევარს ხსნის...
უნგრეთის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის
ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:22.821
2. ჯენსონ
ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:22.922
3. ფერნანდო
ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:23.397
4. ნიკო
როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:23.628
5. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:23.633
6. მიხაელ
შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:23.845
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:23.904
8. კიმი
რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:23.983
9. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:24.152
10. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:24.268
11. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:24.300
12. კამუი
კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:24.394
13. მარკ
უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:24.546
14. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:24.559
15. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:24.608
16. დანიელ
რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:25.354
17. ჟან-ერიკ
ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:25.559
18. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:25.715
19. ვიტალი
პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი) 1:26.440
20. შარლ
პიკი (საფრანგეთი, მარუსია) 1:26.705
21. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 1:26.755
22. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია) 1:27.015
23. პედრო
დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია) 1:27.101
24. დანი კლოსი (ესპანეთი, ისპანია) 1:28.176
ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)
ერთი-ერთზე ლე მანთან
და ნახეთ:
No comments:
Post a Comment