F1 return for Kubica uncertain - Alonso
23 აგვისტო
ფერნანდო ალონსოს თქმით, ის დარწმუნებული არაა, რომ
რობერტ კუბიცა ფორმულა ერთში დაბრუნებას შეძლებს. პოლონელმა მრბოლმა 2011 წლის
სეზონის წინ, იტალიაში გამართულ ადგილობრივი მნიშვნელობის რალის რბოლაში მომხდარ
ავარიაში უმძიმესი ტრავმა მიიღო და მას შემდეგ, სარბოლო ტრასაზე არ გამოჩენილა.
მაგრამ ბოლო ინფორმაციით, კუბიცა არ ნებდება და რბოლებში
დაბრუნებას ცდილობს. კერძოდ, ოქტომბერში, ერთ-ერთ რბოლაში, ის „პეჟო 207 S2000-ით“
ასპარეზობას აპირებს. მაგრამ ამის მიუხედავად, ალონსო დარწმუნებული არაა, რომ მისი
მეგობარი კუბიცა ფ1-ში დაბრუნებას შეძლებს.
„ძალიან
ძნელია, ასპროცენტიანი თავდაჯერებით თქვა, რომ რობერტი ფიზიკურად შეძლებს ამას. მე
მასთან ადრეც მქონდა და ახლაც მაქვს ურთიერთობა და ვიცი, როგორ უნდა დაბრუნება და
როგორ განიცდის იმას, რომ თავის სამყაროს მოწყვეტილია. ჩემი აზრით, მან სიმშვიდე
უნდა შეინარჩუნოს და პირველ რიგში, ფიზიკური მდგომარეობა და სხეულის ქმედუნარიანობა
აღიდგინოს. მერე კი რბოლებში დაბრუნებაზე ფიქრიც შეიძლება“, - ჟურნალ „F1
რეისინგთან“ საუბრისას განაცხადა ალონსომ.
ასევე წაიკითხეთ:
No comments:
Post a Comment