Thursday, August 23, 2012

ბარიკელოს ფ1-ში დაბრუნება სურს

Barrichello would consider F1 comeback 'invitation'
23 აგვისტო
რუბენს ბარიკელო ფორმულა ერთში დაბრუნებას არ გამორიცხავს. ბრაზილიელი, რომლის ანგარიშზეც 326 დიდ პრიზში მონაწილეობაა, გერმანულ პრესასთან საუბრისას ამბობს, რომ ასაკის მიუხედავად (40 წლისაა), კვლავაც ოცნებობს იმ დროზე, როდესაც ფ1-ის პელოტონში დაიკავებს ადგილს.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის შემდეგ, ბარიკელომ „უილიამსში“, სადაც ორი (2010 და 2011 წლების) სეზონი გაატარა, ადგილი დაკარგა, რადგან მის ნაცვლად ფრენკ უილიამსმა ბრაზილიელი ბრუნო სენა მიიწვია. ამის გამო, რუბინიომ ინდიქარში გადასვლა არჩია, სადაც მისი ბრაზილიელი მეგობრის, ტონი კანაანის რეკომენდაციით მოხვდა.
„ინდიქარში ჩემთვის პრობლემური დაბორცვილი გზაა. აქაური გზები ევროპულზე გაცილებით უსწორმასწოროა. ამ ტრასებს არ ვაკრიტიკებ, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ პრობლემა ამ გზებზე ადაპტაციაშია. აქაური მანქანაც სრულიად განსხვავებულია იმ 19 ბოლიდისგან, რომელთა საჭესთანაც ფ1-ში ვმჯდარვარ. ჩემთვის ფორმულა ერთი მეტისმეტად ადრე დასრულდა. მართალია, მე ვარ ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე მრბოლი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ კარიერა უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა. ბევრი ჩემს დავიწყებას ცდილობს, მაგრამ ჯერ ამის დრო არ მოსულა“, - ამბობს ბარიკელო.
ბრაზილიელი ამბობს, რომ სიამოვნებით დაბრუნდება: „მთელი ჩემი ცხოვრება გადაშლილი წიგნივითაა. ამჟამად ინდიზე ვარ ფოკუსირებული, მაგრამ თუ ფ1-დან მიწვევას მივიღებ, ამაზე აუცილებლად ვიფიქრებ. შეთავაზებებიდან საუკეთესო ვარიანტს ავარჩევ“, - ამბობს ბარიკელო და კითხვაზე, ვინ მიაჩნია ყველა დროის საუკეთესო მრბოლად, პასუხობს: „ჩემთვის ეს ეჭვსგარეშეა: აირტონ სენა“, - მერე გაიღიმა და დასძინა: „იქნებ იმედოვნებდით, რომ შუმახერს ვიტყოდი?“



ასევე წაიკითხეთ:

ერთი-ერთზე ლე მანთან


„ფოლკსვაგენი“ ფ1-ში დებიუტს 2015 წელს გეგმავს

No comments:

Post a Comment