Thursday, August 23, 2012

„ფორდმა“ „ეკობუსტ“ ძრავი კოსმოსურ ხომალდ „შატლს“ შეადარა

Ford compares 2013 Fusion EcoBoost engine to space shuttle
23 აგვისტო
ახალი „ფორდ ფიუჟენი“ ბაზარზე ჯერ არ გამოსულა, მაგრამ ამერიკული კომპანია მის რეკლამირებაზე უკვე დიდი მონდომებით ზრუნავს. ჯერ ერთი, ის უკვე ემზადება ნასქარის სარბოლო სერიის მომავალი სეზონისთვის. მეორეც, მის რეკლამაში ტელევარსკვლავი რაიან სიკრესტი ჩარტეს. მესამეც, „ფიუჟენს“ მუსიკალური ვიდეოკლიპი მიეძღვნა. დაბოლოს, „ფორდმა“ ამ ავტომობილის ძრავი კოსმოსურ ხომალდ „შატლს“ შეადარა...
რა თქმა უნდა, ეს შედარება პირდაპირი არაა. უბრალოდ, ალუმინის შენადნობი (მარკა MAR M246, იგივე სუპერალუმინი), რომელშიც ნიკელო, კობალტი და ვოლფრამი შედის, გამოყენებულია როგორც „შატლის“ ძირითადი ძრავების ტურბო ტუმბოებში, ასევე „ფორდ ფიუჟენის“ ძრავის (სერია ეკობუსტ) რუებოკომპრესორშიც.
ისე კი, შედარება მართლაც საინტერესოა: „ფიუჟენის“ 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი „ეკობუსტ“ სისტემით და ტურბოკომპრესორით აღჭურვილი ძრავი, 237 ცხენის ძალას ავითარებს „შატლის“ სარაკეტო ძრავის 19.5 მილიონი ცხენის ძალის წინააღმდეგ. სამაგიეროდ, „ფიუჟენის“ ტურბინა წუთში 190 000 ბრუნს ასრულებს, როცა „შატლის“ ძრავის ტურბინა მხოლოდ 28 120 ბრუნს. ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად დაახლოებით 10 ლიტრი ბენზინი სჭირდება, როცა კოსმოსური ხომალდის ხარჯი წამში 350 ლიტრი თხევადი სარაკეტო საწვავია (თხევადი წყალბადი). „ფიუჟენს“ ერთი ავზი მაქსიმუმ 467 წუთის განმავლობაში ეყოფა, როდესაც „შატლი“ უზარმაზარ ავზს 8.5 წუთში აცარიელებს. სამაგიეროდ, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 216 კმ/სთ-ია, მისი „მეტოქე“ კოსმოსური ხომალდისა კი - 28 000 კილომეტრი საათში...
დაკიდევ: „ეკობუსტის“ ტურბოკომპრესორში მაქსიმალური ტემპერატურა ცელსიუსით 1050 გრადუსს აღწევს, „შატლის“ ძრავებში კი 3315 გრადუსია. „ფორდ ფიუჟენს“ ჩვენი პლანეტის გარშემო მოგზაურობისთვის 355.7 საათი ეყოფა, „შატლს“ კი ორბიტაზე ერთი სრული შემოვლისთვის 90 წუთიც ჰყოფნის.


ასევე წაიკითხეთ

„ტოიოტამ“ მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_6603.html

No comments:

Post a Comment