Saturday, August 4, 2012

ესპანური „ტრამონტანა“ 876-ცხენისძალიან მონსტრს ამზადებს

Spanish Automaker Tramontana Readying 876HP V12-Powered XTR Supercar
4 აგვისტო

„ტრამონტანა“, ანუ „ჩრდილოური ქარი“, ესპანური კომპანიაა, რომელიც საგზაო ლიცენზიის მქონე სატრეკო სუპერ ავტომობილებს აწარმოებს. ავტომობილი, სახელად XTR, ჯერ მხოლოდ პროექტის სახით არსებობს, თუმცა ყურადღებას დღესვე იმსახურებს. ჯერ ერთი, ესპანელები იმედოვნებენ, რომ ამ მახინჯი მონსტრით, კონკურენციას „არიელის“, KTM-ის და „ასპიდის“ შესაბამისი კლასის ავტომობილებს გაუწევს.

პროექტით გათვალისწინებულია, რომ ავტომობილი 876-ცხენისძალიანი V12 ძრავით უნდა აღიჭურვოს. ნუ გაგიკვირდებათ, „ტრამონტანა“ ჭარბ ცხენის ძალებთან გაშინაურებულია - მისი წინა მონსტრი, სახელად „ტრამონტანა R“, წყვილ ტურბოიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 700 ცხენის ძალას ავითარებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ავტომობილი 1360 კილოგრამს იწონის, ეს ძალიან ბევრია და რაღა გასაკვირია, რომ ამ ავტომობილს, ადგილიდან ასის აკრეფა 3.6 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 344 კმ/სთ-ს აღწევს.
„ტრამონტანა XTR-იც“ „მერსედესის“ წარმოების V12 ძრავითაა აღჭურვილი და ამჯერადაც მას ორი ტურბოკომპრესორი ემსახურება. მისი მუშა მოცულობა 5.5 ლიტრია, სიმძლავრე კი 876 ცხენის ძალამდე გაზარდეს. ოღონდ, ჯერჯერობით უცნობია ავტომობილის წონა და მისი დინამიკური მახასიათებლები.
სამაგიერო, „ტრამონტანა“ გვპირდება, რომ XTR-ს ბაზარზე ამ წლის ბოლომდე წარადგენს. რაც შეეხება ფასს, ის იკბინება - 514 000 დოლარზე სხვას ვერაფერს იტყვი...


ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html 

No comments:

Post a Comment