4 აგვისტო
ითვლება,
რომ ფინეთის რალიზე მხოლოდ სკანდინავიელები იმარჯვებენ. მაგრამ არის გამონაკლისი.
მას სებასტიან ლოები ჰქვია და ამ კაცმა, ვისაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული რვაჯერ
აქვს მოპოვებული, ფინური რბოლა, რომელსაც ადრე ათასი ტბის რალი ეწოდებოდა, მესამედ
მოიგო.
ამ გამარჯვების შემდეგ, ლოებმა ჩემპიონატში ლიდერობა
კიდევ უფრო განიმტკიცა და ახლა ის უკვე 43 ქულას უგებს ფინელ თანაგუნდელ მიკო
ჰირვონენს, რომელიც ფინეთშიც მეორე ადგილს დასჯერდა. ჰირვონენი გამარჯვებულს 6
წამით ჩამორჩა. აღსანიშნავია, რომ დილის ერთ-ერთ სპეცმონაკვეთზე, ჰირვონენი ხეს
დაეჯახა, რამაც გამარჯვებაზე მისი იმედები წყალს გაატანა. მართალია, ბოლო, სუპერ
სპეცმონაკვეთზე გაიმარჯვა, მაგრამ ლიდერის დაწევა ვეღარ შეძლო.
მოკლედ, განვლილი რვა რბოლიდან, ლოებმა მეექვსე
მოიგო და ეჭვის შეტანაც არ ღირს იმაში, რომ ზედიზედ მეცხრე ტიტულსაც დაეუფლება.
მესამე ადგილზე მყოფი ნორვეგიელი პეტერ სოლბერგი მას 67 ქულით ჩამორჩება და კიდევ
ერთი ნორვეგიელი მადს ოსტბერგი კი 81 ქულით უკანაა.
„ძალიან სასიამოვნოა ფინეთში გამარჯვება. აქ
სპეციალურად გასამარჯვებლად არ ჩამოვსულვარ. ჩემი მთავარი მიზანი ქულების აღება
იყო, რადგან აქ ფინელების დამარცხება ძალიან ძნელია. მიკოსთან დიდი ბრძოლა მქონდა
და „სიტროენისთვის“ დუბლს მივაღწიეთ, რაც ორმაგად სასიხარულოა“, - განაცხადა გამარჯვებულმა.
ფინეთის რალის შედეგები
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 2:28:11.400
2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი) +00:06.100
3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი,ფორდი) 00:35.000
4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 00:56.100
5. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი) 02:32.100
6. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი) 02:47.600
7. მატი რანტანენი (ფინეთი, ფორდი) 04:51.700
8. იარი კეტომაა (ფინეთი, ფორდი) 06:01.900
9. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) 06:04.300
10. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, შკოდა) 08:46.000
მრბოლთა კლასიფიკაცია
1.
სებასტიან ლოები - 171 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი - 128; 3. პეტერ სოლბერგი - 104; 4.
მადს ოსტბერგი - 90; 5. იარი-მატი ლატვალა - 69; 6. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი)
- 55; 7. მარტინ პროკოპი - 38; 8. ტიერი ნოივილი (ბელგია, სიტროენი) - 32; 9. დანიელ
სორდო (ესპანეთი, მინი) - 29; 10. ოტ ტაენაკი - 26...
კონსტრუქტორთა პირველობა
1. სიტროენ WRT - 280 ქულა; 2. ფორდ WRT - 171; 3.
M-შპორტ ფორდ WRT - 115; 4. კატარ WRT - 49; 5. სიტროენ ჯუნიორ WRT - 48; 6. ადაპტა
WRT - 37; 7. მინი WRC ტიმ - 26; 8. ბრაზილ WRT - 16
ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html |
„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html |
No comments:
Post a Comment