4 აგვისტო
დღეს სპორტული და არამხოლოდ სპორტული სამყაროს
ყურადღება ლონდონისკენაა მიპყრობილი. ამიტომ, იქ რაც ხდება, ყველაფერი ყურადღებას
იქცევს. მათ შორის, საავტომობილო სამყაროს ამბებიც. ამ დღეებში იქ სწორედ ასეთი
რამ მოხდა - „ჰიუნდაიმ“ ცნობილ სავაჭრო ცენტრ „ჰეროდსში“ დაიდო დროებითი ბინა.
ცენტრის ერთ-ერთ ვიტრინაში, კუპე „ველოსტერი“ მოთავსდა, რომელიც იქ 25 აგვისტომდე
დარჩება.
მაგრამ კორეული კომპანიის ეს აქტივობა ოლიმპიადას
არ უკავშირდება. საქმე ისაა, რომ „ჰიუნდაი“ სპონსორია გამოფენისა, სახელწოდებით „კორეა
ლავს ლონდონ - ინოვეიშნ ენ ტექნოლოჯი 2012“, რომელსაც სწორედ „ჰეროდსი“
მასპინძლობს და რომელიც კორეის სავაჭრო-საინვესტიციო წარმოჩინების სააგენტოს
მიერაა ორგანიზებული. ამ უკანასკნელის მიზანს, ბრიტანეთში კორეული კომპანიების
წარმოჩენა და დამკვიდრება წარმოადგენს.
„ძალიან ვამაყობთ იმით, რომ „კორეა ლავს ლონდონ - ინოვეიშნ
ენ ტექნოლოჯი 2012-ის“ მონაწილეები ვართ და ჩვენი საქმიანობის ჩვენების საშუალება ასეთ
გამორჩეულ ადგილას მოგვეცა. ისევე, როგორც ყველაფერი, რაც „ჰეროდსშია“ წარმოდგენილი
„ველოსტერიც“ ძალიან დახვეწილი პროდუქტია, ფასეული და უმაღლესი ხარისხის“, - პავილიონის
გახსნაზე განაცხადა „ჰიუნდაი მოტორსის“ ბრიტანული შტოს პრეზიდენტმა და მთავარმა
აღმასრულებელმა ტონი უაითჰორნმა.
„ჰეროდსის“
ვიტრინებში, „ველოსტერის“ გარდა, კორეული წარმოების რობოტები, ინტერაქტიური ეკრანები
და უამრავი საინტერესო ექსპონატია გამოფენილი.
ასევე წაიკითხეთ
„ტოიოტამ“ მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_6603.html |
No comments:
Post a Comment