3 აგვისტო
მართალია, მომავალი სეზონიდან ფორმულა ერთში ეგრეთ
წოდებული ორმაგი DRS-ის გამოყენება იკრძალება, მაგრამ რამდნიმე გუნდ, მათ შორის
„ლოტუსი“ და „მაკლარენი“, მსგავსი სისტემის შემუშავებას მაინც აპირებს. რა თქმა
უნდა, ამ სეზონისთვის.
ეს სისტემა „მერსედესის“ დანერგილია, „ლოტუსს“ კი
უკვე შემუშავებული აქვს და ალბათ ბელგიაში პირველად გამოიყენებს. „მაკლარენს“ კი,
როგორც მისი სპორტული დირექტორი სემ მაიკლი ამბობს, ასეთსავე სისტემაზე მუშაობა
დიდი ხნის დაწყებული აქვს და ალბათ, სპაზე მისი პილოტებიც შეძლებენ მის გამოყენებას.
„ჩვენი სისტემა „ლოტუსის“ ანალოგის მსგავსი არ
იქნება. ჩვენ მას ვსწავლობთ, თუმცა ის ჩვენი პრიორიტეტი არაა. ჩვენი ინჟინრები
სხვა კომპონენტებზეც მუშაობენ, რომლებსაც არანაკლები ყურადღება სჭირდება“, -
ამბობს ავსტრალიელი მენეჯერი და დასძენს, რომ არ იცის, ზუსტად როდის შეძლებს
„მაკლარენი“ თავისი „სუპერ DRS-ის“ (როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ) დანერგვას.
სხვათა შორის, „ლოტუსი“ აცხადებს, რომ ამ სისტემის
დახმარებით, სწორ მონაკვეთებზე, მისი მანქანა სიჩქარეს მნიშვნელოვნად მოუმატებს,
რასაც ბელგიის და იტალიის რბოლებისას, დიდი მნიშვნელობა ექნება. „მაკლარენი“ კი
ჯერ ისევ ექსპერიმენტების ეტაპზეა. თუმცა არაა გამორიცხული, რომ ბელგიისთვის მზად
ჰქონდეს.
ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html |
„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html |
No comments:
Post a Comment