Saturday, August 4, 2012

კლასიკური „ლენდ როვერ დეფენდერი“ „კანის“ მაკიაჟით

Kahn Gives the Classic Land Rover Defender a Thorough Makeover
4 აგვისტო
ბრიტანულმა დიზაინის სახლმა „კანმა“, თავის სუბ ბენდ „ჩელსი ტრეკ კომპანის“ სახელით, რომელიც უგზოობის ავტომობილების სრულყოფაზეა სპეციალიზებული, კლასიკური „ლენდ როვერ დეფენდერის“ ახლებური, უფრო მდიდრული და კომფორტული ვერსია შექმნა, რომელსაც ინდექსად XS 90 დაუმატა.
სამკარიანი XS 90 ნაცრისფერშია შესრულებული. ზოგიერთი დეტალი - ფარების ფოსოები, კარის ზღურბლი, რადიატორის ბადე, ბამპერები კი შავია, რაც ძრითად ფერთან ლამაზ კონტრასტს ქმნის. შავი ფერისაა 18-დუიმიანი ბორბლებიც, რომლებზეც „BF გუდრიჩის“ საბურავებია ჩაცმული.
გაცილებით მეტი სამუშაო ჩატარდა სალონში. აქ თითქმის ყველაფერი განახლებულია. პირველ რიგში, თვალში საცემია სპორტული სავარძლები, რომლებიც არამხოლოდ წინ, უკანაც განალაგეს. სალონში წითელი ფერი დომინირებს. წითელი ტყავითაა გაწყობილი როგორც სავარძლები, ისე წინებს შორის არსებული მინი-საბარგული, ასევე ჭერი, კარის და მაჩვენებელთა დაფის სექციები, ასევე საჭის რგოლის ნაწილი, გადაცემათა კოლოფის საფეხურების შესაცვლელი ბერკეტი და ხელის მუხრუჭის ბერკეტი.
უნდა აღინიშნოს, რომ სპიდომეტრის და ტაქსომეტრის ციფერბლატებიც წითლადაა გაფორმებული, რაც კარგად ეხამება მაჩვენებლების დაფის თავზე არსებული სექცია, რომელზეც წითელი ტყავია გადაკრული. საჭის რბოლი მთლიანად ნაცრისფერი ხავერდითაა გაწყობილი, რაც სალონის გასაფორმებლად გამოყენებულ შავ და წითელ დეტალებთან კონტრასტს ქმნის, თუმცა მათ კარგად ეწყობა და თანაც, ეს ხომ მანქანის ძარის ფერია...
„კანის“ სპეციალისტები პრაქტიკულად არ შეხებიან „დეფენდერის“ ძალურ აღჭურვილობას. XS 90-ის კაპოტქვეშ ისევ 2.2-ლიტრიანი ტურბო დიზელია მოთავსებული, რომელიც 120 ცხენის ძალას და 360 ნიუტონმეტრს იძლევა. ძრავთან კი 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია დაკავშირებული.




ასევე წაიკითხეთ

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html 

No comments:

Post a Comment