6 სექტემბერი
ფორდ ეკოსპორტი |
„ფორდი“ მტკიცედ მიჰყვება თავის ახალ სტრატეგიას,
რაც მისი სამოდელო გამის სრულ გლობალიზაციას (შესაძლოა, ეს პროცესი მის პიკაპებს
არ შეეხოს) ითვალისწინებს. ამის დასტური, კომპანიის ამსტერდამულმა რანდევუმ მოგვცა,
რომელზეც ამერიკულმა კომპანიამ ევროპულ ბაზარზე რამდენიმე ისეთი მოდელის შეტანის
შესახებ გამოაცხადა, რომლებსაც ადრე ძველ კონტინენტზე ვერ ნახავდით.
ამსტერდამში „ფორდმა“ გამოაცხადა, რომ შემდგ ექვს
წელიწადში ევროპაში უგზოობის მილიონი ავტომობილის გაყიდვას გეგმავს. ამ ამბიციური მიზნის
მისაღწევად კი აქაურ ბაზარზე ერთდროულად, ამ ტიპის სამ ავტომობილს შეიტანს. ცნობისათვის,
ექსპერტების შეფასებით, მალე ევროპაში გაყიდული ავტომობილების მეათედი სწორედ
ქროსოვერი და უგზოობის ავტომობილი იქნება.ფორდ კუგა |
პირველი ავტომობილი, რომელიც ამ გეგმის
შესაბამისად, ევროპულ ბაზარზე გამოჩნდება, ახალი „კუგაა“, რომლის პრემიერაც
ჟენევის მოტორ შოუზე შედგა. ეს კომპაქტური ავტომობილი არის ამერიკულ ბაზარზე
პოპულარული „ისკეიპის“ ევროპული ანალოგი. ევროპაში ის ამ წლის ბოლოს გამოჩნდება.
ის აღიჭურვება 2.0-ლიტრიანი დიზელის ძრავებით (138 და 161 ცხ.ძ) და ბენზინის 1.6-ლიტრიანი
ტურბო ეკობუსტით.
ფორდ ეჯი |
„კუგას“ მოჰყვება მასზე მომცრო (სრულიად ახალი) „ეკოსპორტი“,
რომელიც პირველად პეკინის ავტო შოუზე გამოჩნდა. ამ ავტომობილმა კონკურენცია ისეთ
პოპულარულ ავტომობილს უნდა გაუწიოს, როგორიც „ნისან ჯუკია“. „ეკოსპორტის“ მთავარი
აგრეგატი ევროპაში 1.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი ეკობუსტია. ის ამერიკული კომპანიის
ევროპელ დილერთა შოურუმებში წელიწადნახევარში უნდა გამოჩნდეს.
დაბოლოს,
ბევრისთვის მოულოდნელობა იყო ის ფაქტი, რომ „ფორდმა“ ევროპაში საშუალო ზომის „ეჯის“
(ევროპისთვის მას შეიძლება სახელი შეუცვალონ) შეტანაც გადაწყვიტა. თუმცა, ამერიკულ
კომპანიას მისი ევროპული დებიუტის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია და არც ის
უთქვამს, ამ ავტომობილის ევროპულ ვერსიას ახლანდელი „ეჯის“ ბაზაზე მოამზადებს, თუ
მის შემდგომ თაობას დაელოდება.
ასევე წაიკითხეთ:
No comments:
Post a Comment