Hyundai Celebrates 10 Years of 5-Year Warranty
6 სექტემბერი
10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ჰიუნდაიმ“
მყიდველს პირველად მიჰყიდა ავტომობილი ხუთწლიანი გარანტიით. ამასთან, კორეული
კომპანია მყიდველს საგარანტიო ვადაში შეუზღუდავ გარბენსაც სთავაზობს. და ეს გარანტიები
რომ უსაფუძვლო არაა, ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს.
ამ ათ წელიწადში, კორეული კომპანიის საგარანტიო
მომსახურებით, 450 000 მომხმარებელმა ისარგებლა. რაც მთავარია, მყიდველის ცნობიერებაში
მტკიცედ აღიბეჭდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თუ ახალი „ჰიუნდაის“ შეძენიდან ხუთ
წელიწადში, მწარმოებლის მიზეზით, მანქანაში რაიმე პრობლემა წარმოიქმნა, მისი
რემონტის ხარჯებს „ჰიუნდაი“ დაფარავს.
ახლახანს, კერძოდ კი ორი წლის წინ, საგარანტიო
შეთავაზება გაამრავალფეროვანეს - მას დაემტა პირობა, რომ „ჰიუნდაი“ ხუთწლიან საგარანტიო
მომსახურების პერიოდში, მის მიერ გაყიდულ ავტომობილებზე „სამმაგი ზრუნვის“
პროგრამას განახორციელებს. ამ პროგრამით, უფასო სერვისის გარდა, ამავე პერიოდში, „ჰიუნდაის“
სერვის ცენტრი, გზაზე დახმარების აღმოჩენასაც (უფასოდ) კისრულობს და იმავე
პერიოდში, უფასო ტექმომსახურებასაც ატარებს.
„ათი წელია გასული მას შემდეგ, რაც ჩვენი
პროდუქციის მყიდველის გონებაში ჩვენდამი ნდობის ფაქტორი მკვიდრდება. ხუთწლიანი
სამმაგი ნდობა ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მყიდველისთვის უმაღლესი ხარისხის
ავტომობილების და სერვისის შეთავაზებას ითვალისწინებს. ამის შედეგია ის, რომ სულ
უფრო იზრდება ისეთ მყიდველთა რიცხვი, რომლებიც ჩვენს ავტომობილზე არჩევანს
პირველად აჩერებენ. ისინი ჩვენთან იმ ფაქტს მოჰყავს, რომ ჩვენი ავტომობილები
ხარისხიანი და საიმედოა. მათ ამ ბრენდის ნდობის სრული საფუძველი აქვთ“, - ამბობს „ჰიუნდაის“
ბრიტანული შტოს პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი ტონი უაითჰორნი.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment