როდესაც ინდურ სამრეწველო კონგლომერატ „ტატას“ საავტომობილო შტომ „ფორდისგან“ ორი ინგლისური კომპანია - „ლენდ როვერი“ და „იაგუარი“ შეისყიდა, ბევრმა ჩათვალა, რომ ორივე კომპანია მალე დაკარგავდა თავის შარმს და მიმზიდველობას და ბაზრის მოთხოვნების უსიტყვო შემსრულებელი გახდებოდა. მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ საპირისპირო ხდება!
„ლენდ როვერიც“ და „იაგუარიც“, რომლებიც ინდური ფრთის ქვეშ, ერთ კომპანიად გაერთიანდნენ, კარგად სარგებლობენ იმ ფინანსური დახმარებით, რაც მათ „ტატა მოტორსისგან“ მიიღეს. უფრო მეტიც, ისინი არნახულად გაძლიერდნენ, რასაც გაყიდვების ზრდა მოჰყვა. ბუნებრივია, „იაგუარ ლენდ როვერის“ ხელმძღვანელობა გაფართოებაზეც ზრუნავს და ამისათვის შესანიშნავი პლაცდარმიც აქვთ ძალიან სწრაფად განვითარებადი ინდური ბაზრის სახით.
ინდოეთი თანდათან ხდება „იაგუარ ლენდ როვერის“
მთავარი ბაზარი, რისი თუნდაც ზერელე დასტურია ის ფაქტი, რომ ბრიტანული კომპანია დეტროიტის
ავტო შოუს გამოტოვებს და თითქმის იმავდროულად, სრული გამით წარსდგება ნიუ დელის
შოუზე სახელად ავტო ექსპო.
„იაგუარ ლენდ როვერის“ წარმომადგენელი დეტროიტის შოუს
ნიუ დელის გამოფენით ჩანაცვლებას სწორედ იმ ფაქტით ხსნის, რომ ინდურ ბაზარს
უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია და მან საფუძვლიანად მიიზიდა ავტომწარმოებლების ყურადღება.
თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ინდო-ბრიტანული კომპანია ამერიკის ბაზარს
ივიწყებს. სულაც არა! თავისი შესანიშნავი კონცეპტუალური ავტომობილი, სახელად DC
100 ხომ „ლენდ როვერმა ლოს ანჯელესის შოუზე წარადგინა. ამ ავტომობილმა კი მალე
ლეგენდარული „დეფენდერი“ უნდა შეცვალოს...
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment