6 სექტემბერი
დღეს „ფორდმა“ ამსტერდამში სპეციალური ფორუმი,
სახელად „გოუ ფართერ“ (შემდგომი წინსვლა) ჩაატარა, რომელზეც თავისი ევროპული
გეგმები გამოაქვეყნა. ამ გეგმებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ
მალე პოპულარული პონი ქარი „მუსტანგი“, ევროპის ბაზარზეც გაიყიდება. ოღონდ, ეს მას
შემდეგ მოხდება, რაც ბაზარზე მომავალი თაობის „მუსტანგი“ გამოვა.
აქამდე ევროპაში „მუსტანგები“ მხოლოდ ეგრეთ წოდებულ რუხ დილერებს შეაქვთ. მაგრამ მალე ასე აღარ იქნება. ეს მალე კი სავარაუდოდ 2015 წელი იქნება. ერთი წლით ადრე, ავტომობილს ამერიკელებს წარუდგენენ, შემდეგ კი მას დანარჩენი მსოფლიოს ბაზარიც მიიღებს. მათ შორის, ევროპა და ჩინეთიც.
„ჩვენ აქ პირველად გავიგეთ, რომ ამერიკული იკონა
ევროპაში ჩამოდის! უფრო მეტ ინფორმაციას დროდადრო მოგაწვდით. თუმცა ერთი რამის
თქმა ახლავე შეგვიძლია - რამაც 50 წლის წინათ „მუსტანგი“ ამერიკული ბაზრის სენსაციად
აქცია, იმას მალე ევროპელებიც შეიძენენ“, - ამბობს „ფორდის“ პრეზიდენტი და მთავარი
აღმასრულებელი ალან მიულალი.
„ფორდს“ ამსტერდამში ახალი „მუსტანგის“ შესახებ
ინფორმაცია არ გაუმჟღავნებია, თუმცა ჭორის დონეზე ცნობილია, რომ ბოლოს და ბოლოს, „მუსტანგი“
უკანა დამოუკიდებელი საკიდარით აღიჭურვება. მის კაპოტქვეშ კი, V8-ს გარდა, სერია
ეკობუსტის ეკონომიური, V6 და შესაძლოა, ოთხცილინდრიანი ძრავებიც (ძირითადად
ევროპის ბაზრისთვის) კი განლაგდება.
ახალი „მუსტანგის“ გარეგნობაც გამოცანაა. „ფორდის“
მთავარ დიზაინერ ჯეი მეის ნათქვამი აქვს, რომ შემდეგი „მუსტანგი“ გაცილებით პატარა
იქნება და დიზაინიც რადიკალურად შეეცვლება. მასში არ უნდა იყოს რეტრო ნაკვთები...
აქ კი, რაც ფოტოზეა, ის დამოუკიდებელ დიზაინერ ჯოშ ბაირნსის ნამუშევარია, რომელიც
მან გამოცემა „ქარსკუპს“ მიაწოდა.
ასევე წაიკითხეთ:
No comments:
Post a Comment