Monday, September 17, 2012

კუბიცა ტრავმას გადაურჩა

Kubica unhurt in Italian rally crash
17 სექტემბერი
რობერტ კუბიცა მორიგ ტრავმას გადაურჩა. იტალიაში, რონდე გომიტოლო დი ლანდას რალიზე მოპოვებული გამარჯვებიდან ერთ კვირაში, მან იტალიაშივე იასპარეზა, ამჯერად სან მარტინო დი კასტროცას რალიზე, რომელიც ტრასის მიღმა, დამტვრეული მანქანით დაასრულა.
„ბეემვესა“ და „რენოს“ ფორმულა ერთის გუნდების ყოფილმა პილოტმა უმძიმესი ტრავმები გასული სეზონის დაწყებამდ, ასევე იტალიაში ჩატარებული უმნიშვნელო რალის დროს მომხდარ ავარიაში მიიღო. მარჯვენა ხელ-ფეხის ტრავმების მკურალობას რამდენიმე რთული ოპერაცია დასჭირდა. პოლონელ მრბოლს ორივე კიდური გადაურჩინეს, მაგრამ მარჯვენა მაჯას ძველებურად ვეღარ გრძნობს, რადგან მაჯასა და იდაყვში ნერვული დაბოლოებები დაუზიანდა.
სან მარტინო დი კასტროცას რალის დროს, კუბიცამ შეცდომა დაუშვა და თვითმხილველების თქმით, ხეს დაეჯახა. მანქანა გვერდზე გადაბრუნდა და ძლიერ დაზიანდა, თუმცა ვიდეოზე დაფიქსირებულია, რომ პილოტმა და მისმა ნავიგატორმა ის დამოუკიდებლად დატოვეს. მოგვიანებით, რბოლის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ ტრავმას ორივე გადაურჩა.


ასევე წაიკითხეთ

ქაჯაიას ჰეთ-თრიკი ნოგაროზე

No comments:

Post a Comment