Monday, September 17, 2012

„ფერარის“ რეკორდული აღლუმი სილვერსტოუნზე

Record breaking Ferrari parade
17 სექტემბერი
964 - ზუსტად ამდენი მანქანა დაესწრო გასულ უქმეებზე, ბრიტანეთის სილვერსტოუნის ავტოდრომზე ჩატარებულ „ფერარის“ ავტომობილების აღლუმს. რა თქმა უნდა, მის ყველა მონაწილეს ყალყზე შემდგარი კვიცი ამშვენებდა, ეს მოვლენა კი გინესის რეკორდების წიგნში დაიდებს ბინას.
აღლუმს სათავეში „ფერარის“ ბრაზილიელი მრბოლი ფელიპე მასა ჩაუდგა, რომელიც „458 სპაიდერის“ საჭეს მიუჯდა. ფ1-ის პილოტებიდან, აღლუმში მონაწილეობა ესპანელმა მარკ ჟენემაც მიიღო. და რა თქმა უნდა, აღლუმზე „ფერარის“ ყველა თანამედროვე ავტომობილი იყო წარმოდგენილი, მათ შორის, უახლესი „F12 ბერლინეტაც“.

ახლა საინტერესო სტატისტიკის შესახებაც მოვყვეთ, რომელიც ასევე გინესის შესაფერისია: აღლუმში მონაწილე ავტომობილების ძრავების ჯამური მუშა მოცულობა დაახლოებით 5000 ლიტრია, მათი სიმძლავრე კი 493 150 ცხენის ძალა.
ეს აღლუმი „ფერარიმ“ საქველმოქმედო მიზნებისთვისაც გამოიყენა. მისმა ყველა მონაწილემ ამისათვის 5 გირვანქა სტერლინგი გაიღო, საბოლოოდ კი თითქმის 5 ათასი გირვანქა სტერლინგი შეგროვდა.

აქციის მონაწილეებმა გინესის რეკორდების წიგნის გამომცემლებს მიღწევის დაფიქსირება წერილობით სთხოვეს და სავარაუდოდ, დადებით პასუხსაც მალე მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ ძველი რეკორდი ოთხი წლის წინ, იაპონიის ავტოდრომ ფუძიზე დაფიქსირდა, სადაც აღლუმში მარანელოში გამოშვებულმა 490-მა მანქანამ მიიღო მონაწილეობა.


ასევე წაიკითხეთ

”აუდი A9” - ჰიბრიდული სპორტული სედანის კონცეპცია



No comments:

Post a Comment