Monday, September 17, 2012

ჰამილტონს პერესი შეცვლის?

McLaren eyes Perez as Hamilton saga races on
17 სექტემბერი
ამასწინათ „მაკლარენის“ შეფმა მარტინ უიტმარშმა განაცხადა, ლუის ჰამილტონი ჩვენგან რომ წავიდეს, მის შემცვლელზე ჯერ არც გვიფიქრიაო. მაგრამ როგორც კი ჰამილტონზე მითქმა-მოთქმის ინტენსივობა გაიზარდა, „მაკლარენის“ ვარიანტებზეც დაიწყეს ფიქრი. და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ვაკანსიაზე სერხიო პერესის სახელიც კი გამოჩნდა. იმ პერესისა, რომელზეც ახლახანს „ფერარის“ შეფმა ლუკა დი მონტეძემოლომ განაცხადა, ის ჯერ გამოუცდელია და ჩვენთვის მზად არ არისო...
პერესით ჰამილტონის ჩანაცვლებაზე ბრიტანული „დეილი მეილი“ ალაპარაკდა. გაზეთის ცნობით, „მაკლარენის“ ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა მექსიკელის მენეჯერებს. შეგახსენებთ, რომ პერესი „ფერარის“ მრბოლთა განვითარების კურსანტია, რაც მას იტალიურ გუნდთან აკავშირებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მარანელოელებისადმი რაიმე ვალდებულება გააჩნია. ანუ, თუ სკუდერიაში არ წაიყვანენ, თავის თავს თვითონ მიხედავს.
სხვათა შორის, ამ თემას „ტაიმსიც“ გამოეხმაურა, რომლის კორესპონდენტმა კევინ ისონმა აღნიშნა: „არ არსებობს სერხიოს „მაკლარენში“ გადასვლისთვის ხელის შემშლელი იურიდიული მიზეზი. ძალიან საინტერესო იქნება ამ გუნდში, გამოცდილსა და ტიტულოვან ჯენსონ ბატონთან, ლათინოამერიკული ტემპერამენტის მქონე პერესის ხილვა“.
ისონი „მაკლარენში“ პერესის შესაძლო გადასვლას ასევე სპონსორების ტემას უკავშირებს. კერძოდ, არაა გამორიცხული, რომ უოკინგელებმა მალე ისეთი ძიერი სპონსორი დაკარგონ, როგორიც სატელეკომუნიკაციო გიგანტი „ვოდაფონია“, მაგრამ თუ პერესს გადაიბირებენ, მის პირად სპონსორს, ასევე ტელეკომუნიკაციების გიგანტ (მექსიკურს) „ტელმექსს“ დააინტერესებენ.
ჰამილტონის „მაკლარენიდან“ წასვლის შანსებს ის ფაქტორიც აძლიერებს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, გუნდმა 2008 წლის ჩემპიონისთვის ხელფასის შეკვეცა მოისურვა. „მერსედესში“ კი პირიქით, ჰამილტონს უფრო მაღალ ხელფასს სთავაზობენ, ვიდრე მას ახლა აქვს...
„გარდიანი“ ვარაუდობს, რომ ჰამილტონი გადაწყვეტილებას სინგაპურის რბოლამდე მიიღებს, თუმცა ისონი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და ირწმუნება, რომ ეს ისტორია ასე მალე არ დასრულდება. თავად ჰამილტონი ცდილობს, რომ ამ თემაზე არ ილაპარაკოს. ასე იყო ინდოეთში, სადაც ის სპონსორებთან თავისი მოვალეობის შესასრულებლად იყო ჩასული. „ამაზე ბევრს ლაპარაკობენ, ბევრ ისეთ ისტორიას ყვებიან, რაც სიმართლისგან შორსაა“, განაცხადა ჰამილტონმა...


ასევე წაიკითხეთ

ქაჯაიას ჰეთ-თრიკი ნოგაროზე

No comments:

Post a Comment