Monday, September 17, 2012

„მერსედეს-ბენცი“ ელექტრულ B-კლასს გამოუშვებს

Mercedes-Benz to Display B-Class Electric Drive Concept in Paris
17 სექტემბერი

პარიზის მოტორ შოუზე, „მერსედეს-ბენცი“ თავის კომპაქტურ მინივენ B-კლასის ელექტრულ ვერსიას წარადგენს, რომლის სრული სახელწოდებაა „B-კლას ელექტრიკ დრაივი“. ავტომობილი ჯერჯერობით კონცეპტუალურია, მის სახელში გამოყენებულ „ელექტრიკ დრაივს“ კი სამქიმიანები ამიერიდან თავიანთი და „სმარტის“ ყველა ელექტრომობილისთვის გამოიყენებენ.

კონცეპტუალურ „B-კლას ელექტრიკ დრაივს“ მამოძრავებელ ძალას ელექტრო ძრავი ანიჭებს, რომლის სიმძლავრეც 134 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 310 ნიუტონმეტრი. შტუტგარტელების რელიზი გვაუწყებს, რომ ავტომობილის სვლის სიშორე 200 კილომეტრს აღწევს.
ელემენტების ბლოკი ეგრეთ წოდბულ „ენერგეტიკულ სივრცეშია“ განლაგებული, ანუ უკანა ღერძის წინ, მანქანის ძირზე. ამგვარად, შესაძლებელი გახდა სალონში ადგილის დაზოგვა. და იქ თითქმის იმდენივე ადგილია, რამდენიც შიდაწვისძრავიან B-კლასში. აკუმულატორის დამუხტვა შეიძლება როგორც სტანდარტული საყოფაცხოვრებო შტეპსელიდან, ასევე სწრაფად დამმუხტავი მოწყობილობითაც, რომელიც მანქანის მაღალი ძაბვის ტერმინალს უერთდება.
გერმანული კომპანია აცხადებს, რომ კონცეპტუალური „B-კლას ელექტრიკ დრაივი“ სერიული ავტომობილის წინამორბედია, რომელიც ბაზარზე 2014 წელს უნდა გამოჩნდეს. სამქიმიანთა სამოდელო გამაში ის მანამდე გამოშვებულ ელექტრომობილებს - SLS AMG E-სელსა და „სმარტ ბრაბუს ელექტრიკ დრაივს“ შეუერთდება.



ასევე წაიკითხეთ

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი


”ლაზიკა” (ვიდეო)


No comments:

Post a Comment