Monday, September 17, 2012

„სუძუკიმ“ კონცეპტუალური „S-ქროსის“ მორიგი ტიზერი გაავრცელა


Suzuki Drops Another Dark Teaser of S-CROSS Concept
17 სექტემბერი
„სუძუკის“ პარიზის მოტორ შოუსთვის კომპაქტური კონცეპტუალური ქროსოვერი, სახელად „S-ქროსი“ აქვს მომზადებული, რომელსაც ჯერჯერობით მხოლოდ ფოტო ტიზერების მეშვეობით გვაცნობს. უფრო სწორედ, პერიოდულად გვახსენებს, რომ პარიზში მისი მთავარი ექსპონატი ეს იქნება.

აქამდე იაპონურ კომპანიას მხოლოდ ორი ტიზერი ჰქონდა გამოქვეყნებული, რომელთაგან ერთზე ავტომობილის ესკიზია გამოსახული, მეორეზე კი წინა ნაწილის ფოტოა, ოღონდ ავტომობილი დაბნელებულ ფონზე დგას. მესამე ტიზერიც ფოტოა და მასზეც მანქანა სიბნელეში დგას. და ეს ავტომობილი... „სეატს“ მოგაგონებთ...
„S-ქროსი“ უბრალო კონცეპტი არაა. ის სერიული ავტომობილის პირველი მერცხალია, ავტომობილისა, რომელიც ამჟამად მზადების პროცესშია. თუმცა იაპონური კომპანია მის შესახებ ინფორმაციას საგულდაგულოდ მალავს და პრესისთვის მხოლოდ მცირე საკენკს იმეტებს. ეს საკენკი კი ავტომობილის ექსტერიერს გვიხასიათებს:
„კონცეპტუალური ქროსოვერი „S-ქროსი“ განასახიერებს სადიზაინო თემას „გრძნობები X ხარისხი X აეროდინამიკა“. ეს შესამძნევია ავტომობილის დინამიურ ხაზებში, რომლებიც წინა ბამპერიდან იწყება, კარებს გასდევს და ძარის უკანა ნაწილში მთავრდება. მთლიან სურათს აყალიბებს ცალკეული ელემენტები, რომლებიც სტაბილური და გამძლე ავტომობილის შთაბეჭდილებას გვიქმნის და თანამედროვე ქროსოვერზე შეხედულებას აყალიბებს“, - როგორც წესი, მარკეტოლოგები ამჯერადაც ენაწყლიანობენ...

ასევე წაიკითხეთ:

”ლაზიკა” (ვიდეო)


„ფოლკსვაგენ გოლფი“ მეშვიდე სიცოცხლეს იწყებს 


ახალი „ფორდ ფოკუსი“ მსოფლიოს ბესტსელერია


No comments:

Post a Comment