12
სექტემბერი
ვიდეოთამაშების მწარმოებელმა კომპანია
„ქოუდმასტერსმა“ გამოაქვეყნა თავისი ახალი თამაშის - ფ1-2012-ის დემო ვერსია,
თამაშისა, რომელიც „იქსბოქსისთვის“, „პლეისტეიშნისა“ და პერსონალური
კომპიუტერებისთვისაა განკუთვნილი. თამაში უმაღლესი ხარისხით და მრავალფეროვანი
არჩევანით გამოირჩევა. რაც მთავარია, მასში მიმდინარე სეზონში მონაწილე გუნდებს და
მანქანებს შორის შეგიძლიათ არჩევანის გაკეთება.
„ქოუდმასტერსი“ ფორმულა ერთის თამაშების
მოყვარულებს კიდევ ერთ სიურპრიზს სთავაზობს - თუ დემო ვერსიაზე, დღეზე ნაკლებში,
ლაივ რეჟიმში, იმ დონეზე თამაშს შეძლებთ, როგორიც ტრეილერზეა, მაშინ სამშაბათს
კომპანია თავისი შედევრის სრულ ვერსიას უფასოდ გამოგიგზავნით.
თამაშისას თქვენ შეგიძლიათ კამერების თქვენი
სურვილისამებრ გასწორება, სასურველი ამინდის „გამოძახება“, მანქანის გარემონტება
და საკუთარ სტილზე მორგება და ბევრი ისეთ რამ, რასაც ფ1-ის გუნდები და პილოტები,
რბოლამდე და რბოლის დროს აკეთებენ...
ვიდეო
ასევე წაიკითხეთ:
40 წელი ინდი 500-ზე „მაკლარენის“ პირველი გამარჯვებიდან
No comments:
Post a Comment