7 სექტემბერი
ბოლოს და ბოლოს, მიხაელ შუმახერი ცხრილის სათავეში
ვიხილეთ. ფ1-ში დაბრუნების შემდეგ, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპოიონმა მხოლოდ ერთხელ
მოახერხა კვარცხლბეკზე ასვლა, უმაღლეს საფეხურზე კი ჯერ არ მდგარა. მაგრამ ვინ
იცის, იქნებ, თავისუფალ პრაქტიკაზე საუკეთეო დროის ჩვენება, მომავალი გამარჯვების
რეპეტიცია იყო?
რა თქმა უნდა, პრაქტიკების შედგები არ ნიშნავს იმას, რომ გამარჯვებისთვის მზად ხარ, თუმცა თქმა არ უნდა, ცხრილის სათავეში შუმახერის გამოჩენა, მის ბევრ ფანს გაახარებდა. ასეთი კი ტრიბუნაზე ბევრი ყოფილა - ტიფოზები თავიანთ ძველ კერპსაც ისევე ამხნევებენ პლაკატებით, როგორც ახლანდელ კერპ ფერნანდო ალონსოს.
რა თქმა უნდა, პრაქტიკების შედგები არ ნიშნავს იმას, რომ გამარჯვებისთვის მზად ხარ, თუმცა თქმა არ უნდა, ცხრილის სათავეში შუმახერის გამოჩენა, მის ბევრ ფანს გაახარებდა. ასეთი კი ტრიბუნაზე ბევრი ყოფილა - ტიფოზები თავიანთ ძველ კერპსაც ისევე ამხნევებენ პლაკატებით, როგორც ახლანდელ კერპ ფერნანდო ალონსოს.
შუმის ფანები მოუთმენლად ელიან მის გადაწყვეტილებას
- დარჩება თუ არა ფ1-ში. რა თქმა უნდა, მათ სურთ მომავალ სეზონშიც გერმანელის
ტრასაზე ხილვა. ესეც რომ არა, მის გადაწყვეტილებას ამ დღეების ყველაზე პოპულარული
თემაც უკავშირდება, რომელიც რომელიც ლუის ჰამილტონის მომავალს ეხება.
მა ქინ ჰუა |
„მიხაელ, ჩვენ გვიყვარხარ; მიხაელ, ჩვენ ყოველთვის
შენთან ვიქნებით“ - ასეთი პლაკატები, უმეტესობა იტალიურად, მრავლად იყო ტრიბუნაზე
გამოფენილი. და ამაში გასაკვირი არაფერია - შუმის ხომ „კვიცებთან“ ერთად მსოფლიო
ჩემპიონის ხუთი ტიტული აქვს მოპოვებული.
პირველი პრაქტიკა იმითაც იყო საინტერესო, რომ მასში
იასპარეზა ფ1-ის ისტორიაში პირველმა ჩინელმა მრბოლმა, მა ქინ ჰუამ. და გასაკვირი
არაფერია იმაში, რომ „ისპანიას“ ბოლიდით მოასპარეზე დბიუტანტმა ცხრილის ბოლო
საფეხური დაიკავა და თანაც, ესპანელ თანაგუნდელ პედრო დე ლა როსას თითქმის ორი
წამით ჩამორჩა.
იტალიის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:25.422
2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:25.723
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:25.762
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:25.800
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:25.861
6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:25.944
7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:26.046
8. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:26.323
9. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:26.390
10. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:26.504
11. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:26.508
12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:26.518
13. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:26.641
14. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:26.746
15. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ლოტუსი) 1:27.180
16. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:27.192
17. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:27.373
18. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:27.789
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 1:27.855
20. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი) 1:28.578
21. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია) 1:28.751
22. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია) 1:29.207
23. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია) 1:29.331
24. მა ქინ ჰუა (ჩინეთი, ისპანია) 1:31.239
ასევე წაიკითხეთ:
ერთი-ერთზე ლე მანთან
No comments:
Post a Comment